logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრმა საოჯახო მედიცინის ცენტრი მოინახულა და პირველადი ჯანდაცვის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას - „საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრს", ესტუმრა და ორგანიზაციის მუშაობას ადგილზე გაეცნო.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ცენტრის თანამშრომლებს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები გააცნო და სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის სფეროს განვითარება და ამ ტიპის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებებია.

პირველადი ჯანდაცვის მიზანია ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება ადამიანის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებების პრევენციისა და მათი პირველ ეტაპზე მკურნალობის გზით.

აქამდე, პირველადი ჯანდაცვის პუნქტები პოლიკლინიკების სახით არსებობდა. ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დიდ ქალაქებში მსგავსი დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საოჯახო მედიცინის ცენტრებად გარდაიქმნება და ასევე მოხდება მათი ინტეგრაცია კლინიკებში. რაიონებში პირველადი ამბულატორიული მომსახურებების მიღება ახლადაშენებულ სამედიცინო ცენტრებში იქნება შესაძლებელი. ყოველივე ეს გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი პირველადი ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა. აქ პაციენტებს ამბულატორიულ სერვისებთან ერთად ბინაზე მომსახურებასაც სთავაზობენ. კლინიკური საქმიანობის პარალელურად ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს პრედიპლომური ეტაპისათვის და უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების პროფესიულ მზადებას საოჯახო მედიცინის სფეროში.

ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. მათ შორის არიან ზოგადი პრაქტიკის ექიმები, ექთნები და მენეჯერ-მასწავლებლები, რომელთაც გადამზადება ბრიტანელ სპეციალისტებთან გაიარეს. მათი აქტიური მონაწილეობით შემუშავდა მკურნალობის სტანდარტები პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისათვის.

http://www.moh.gov.ge

2012.05.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006