logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად  კანონპროექტთა პაკეტი “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარუდგინა.

გიორგი წერეთელის განცხადებით, კანონპროექტი  მნიშვნელოვანი ცვლილებებს ითვალისწინებს.  კერძოდ, დღეს მოქმედ კანონზე თანდართულ ნარკოტიკების სიაში შეტანილია ფსიქოტროპული ნივთიერებები, რითაც  გაეროს კონვენციების მოთხოვნა ირღვევა. წარმოდგენილი კანონპროექტით კი   აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდება.„ ახლებურად განისაზღვრება უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და უშუალო პრეკურსორების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა. მისივე თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა საჯარო სამსახურში პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტის შემოწმების შესახებ გარკვეულ ვალდებულებებს ითვალისწინებს, თუმცა, შემდგომი ღონისძიებები გათვალისწინებული არ არის. ახალი კანონპროექტით, გარკვეულ თანამდებობებზე  შესაბამისი შეზღუდვები დაწესდება.

 „კანონპროექტით გამოსწორდება ის ხარვეზები, როდესაც კონვენციებით გათვალისწინებული ტერმინების განმარტებები არ ემთხვევა კონვენციებით დადგენილი მოქმედების ფარგლებსა და შინაარსს (მაგალითად, განსხვავებულად განმარტავს ნარკოტიკსა და ფსიქოტროპს), განმარტავს იმ აუცილებელ ტერმინებს, რომელთა დეფინიციასაც ჩვენი კამონმდებლობა აქამდე არ იძლეოდა და რომლებიც გაეროს კონვენციებში ფუნდამენტურია“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.   მისივე განმარტებით, კანონპროექტი ასევე  ნარკოტიკული დახმარების პრინციპებსა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის წესებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა.

წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა  ასევე განიხილეს  საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ და მის განხილვას მომავალ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. 

http://www.parliament.ge

2012.05.02


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006