|
|
|
|
"ამერიკულ-ავსტრიული ფონდი", "ღია სამედიცინო ინსტიტუტი" და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს 2012 წლის ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად
|
"ამერიკულ-ავსტრიული ფონდი", "ღია სამედიცინო ინსტიტუტი" და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს 2012 წლის ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად
• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა - 2-8 სექტემბერი (Maternal & Infant Health) • კარდიოქირურგია - 9-15 სექტემბერი (Cardiac Surgery) • ლიპიდური მეტაბოლიზმი - 16-22 სექტემბერი (Lipid Metabolism) • ფსიქიატრია - 23-29 სექტემბერი (Psychiatry) • ნეიროქირურგია - 30 სექტემბერი-6 ოქტომბერი (Neurosurgery) • კარდიოლოგია - 7-13 ოქტომბერი (Cardiology) • ნეონატოლოგია - 14-20 ოქტომბერი (Neonatology) • დერმატოლოგია - 28 ოქტომბერი-3 ნოემბერი (Dermatology) • დიაგნოსტიკური რადიოლოგია - 4-10 ნოემბერი (Diagnostic Imaging) • ბავშვთა კარდიოლოგია - 25 ნოემბერი- 1 დეკემბერი (Pediatric Cardiology) • ონკოლოგია - 2-8 დეკემბერი (Oncology B- Soft Tissue, Bone and Skin Malignancies) • გულის რადიოლოგიური კვლევა - 9-15 დეკემბერი (Cardiac Imaging)
საგანაცხადო ფორმები უნდა შეივსოს 2012 წლის 31 მაისამდე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: http://www.aaf-online.org/index.php/dates-topics-2012.html პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. მისამართზე: http://www.aaf-online.org
სემინარში მონაწილეობის მსურველ ექიმებს:
• სპეციალიზაცია გავლილი უნდა ჰქონდეთ სემინარის საგანში; • უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; • სემინარში პირველად მონაწილეობისას უნდა იყვნენ 30 დან 45 წლამდე ასაკის, ხოლო განმეორებითი მონაწილეობის შემთხვევაში 50 წლამდე ასაკის; • სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისურ ენაში ჩატარდება ტესტირება).
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური კონსულტაცია გაიმართება 2012 წლის 30 აპრილს, 18 საათზე ფონდის ოფისში (ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ. 10ა. ტელ: 2 25 04 63, ელ.ფოსტის მისამართი: nato@osgf.ge). საკონტაქტო პირი: ნატო ფიცხელაური (პროგრამის კოორდინატორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა).
პროგრამის გენერალური პარტნიორები: ამერიკულ-ავსტრიული ფონდი და ღია სამედიცინო ინსტიტუტი
http://www.osgf.ge
2012.04.30
|
|
|
|
|
|