|
|
|
|
ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორის ტორალფ ჰასვოლდის სემინარების ციკლი საქართველოს უნივერსიტეტში
|
2012 წლის 21, 23 და 30 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) პროფესორის და საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის ტორალფ ჰასვოლდის საჯარო ლექცია–სემინარები.
ბატონი ტორალფი 1998 წლიდან 2000 წლამდე, საქართველოს მხარის მოწვევით, მოღვაწეობდა საქართველოში, საერთაშორისო კონსულტანტის სტატუსით. მისი აქტიური მონაწილეობით შემუშავებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტები. სემინარების განრიგი: 1. „სამედიცინო განათლება ნორვეგიაში“ - 21 აპრილი 10:00 სთ; 2. „ნორვეგიის ჯანდაცვის სისტემა“ - 23 აპრილი 18:30 სთ; 3. „პირველადი ჯანდაცვის სისტემის შეფასება ევროპაში“ - 30 აპრილი 18:30 საათი
სემინარები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის საგამოფენო გალერეაში IV კორპუსი, 508 აუდიტორია, კოსტავას 77/ა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრვი ჯანდაცვის სკოლა ტელ.: 2 55 22 22 (167) ელ-ფოსტა: t.lobjanidze@ug.edu.ge
საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრვი ჯანდაცვის სკოლა
2012.04.19
|
|
|
|
|
|