logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    თამბაქოს კანონის ამოქმედება ხელისუფლებისთვის გადაულახავ სირთულედ იქცა

ხმამაღალი დაპირებების მიუხედავად, კაფეებსა და რესტორნებში თამბაქოს მოხმარების წესების გამკაცრება დღემდე არ დაწყებულა, შესაბამისად, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი კვლავ არ სრულდება. თუმცა ჯერ კიდევ იანვარში კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს სფერო მალე მოწესრიგდებოდა და კონტროლის ფუნქცია შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც კი დაკისრებოდა. მაშინ ითქვა, რომ აღნიშნული კანონის შეუსრულებლობა ნეგატიურად მოქმედებს არა მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მათ უფლებებს არღვევს, არამედ უცხოელი ტურისტების თვალში ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს.

კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს დამტკიცდა, კვების ობიექტების მეპატრონეები ვალდებულნი არიან თამბაქოს მოწევისთვის სპეციალური ადგილები გამოყონ, თუმცა ობიექტების უმრავლესობაში მსგავსი პრეცედენტები დღემდე არამცთუ დაფიქსირებულა, არამედ მათი მეპატრონეების დიდმა ნაწილმა ამ კანონის არსებობის შესახებ არაფერი იცის.

რატომ ჭიანურდება საქართველოში ,,თაბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის აღსრულება? საქართველოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ამ კანონის აღსრულების თვალსაზრისით ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა, თუმცა ახლო მომავალში ამ საკითხზე მუშაობა დაიწყება და კაფეებსა და რესტორნებს ერთ–ერთი სამინისტრო გააკონტროლებს.

გიორგი მაღრაძის თქმით, ამ დრომდე  პროცესში არ ჩართულან არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აღნიშნულზე კაფეების, რესტორნების და სხვა დაწესებულებების ინფორმირება უნდა  მოეხდინათ.

მაღრაძის თქმით, კანონის აღსრულების შემდეგ კანონს ან შინაგან საქმეთა სამინინსტრო ან ფინანსთა სამინისტრო გააკონტროლებს და შესაბამისი სანქციებიც მას მეშდეგ დაწესდება.

შეგახსენებთ: კანონი "თამბაქოს კონტროლის შესახებ” საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე  ტრანსპორტზე, სკოლებზე, ორგანიზაციებსა და მთელ რიგ დაწესებულებზე ვრცელდება, მისი დარღვევა კი კაფეების ხელმძღვანელობის მხრიდან ფულადი ჯარიმის გადახდას გულისხმობს.

http://commersant.ge

2012.04.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006