logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სამედიცინო სფეროში 650 სტუდენტი სამუშაო პრაქტიკას გაივლის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის მონაწილეებთან ერთად წნორის ახალ საავადმყოფოს ეწვივნენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა სტუდენტებს ჯანდაცვის სექტორში არსებული გამოწვევები გააცნო და სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა ის გარემო დათვალიერეს, სადაც მომავალი ექიმები ზაფხულში დასაქმდებიან. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში ქ. წნორის საავადმყოფოში 45 სტუდენტი დასაქმდება, ხოლო მთლიანად სამედიცინო სფეროში 650 სტუდენტი გაივლის სამუშაო პრაქტიკას.

დასაქმების პროექტის "Summer Job" მონაწილეები, რომელთაც სამედიცინო მიმართულება აირჩიეს, საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. მათ სხვადასხვა სამუშაოს შესრულება მოუწევთ, ამით ისინი გამოცდილებას შეიძენენ და პირველ ანაზღაურებასაც მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის "Summer Job" ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე, სხვადასხვა სახელმწიფო და  კერძო სექტორში იმუშავებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

წნორის ახალი საავადმყოფო სადაზღვევო კომპანიამ „არქიმედე გლობალ ჯორჯიამ" ააშენა, რისთვისაც ოთხ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკა 35 საწოლიანია და მასში 100-ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტია დასაქმებული.

http://www.moh.gov.ge

2012.04.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006