logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერი ყველა სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდება

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მცხეთის სამედიცინო ცენტრში სახელმწიფო დაზღვევის პოლისის მქონე პირთა უფლებების შესახებ საინფორმაციო ბანერის პრეზენტაცია გამართა.

 მსგავსი საინფორმაციო ბანერი ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში, გამოსაჩენ ადგილას განთავსდება. ბანერზე მოცემული იქნება ინფორმაცია სამედიცინო მომსახურებების შესახებ, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირებს სადაზღვევო პოლისის ფარგლებში უფინანსდებათ.

 2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს ყველა პენსიონერი და 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვი, ხოლო წლის ბოლოს საქართველოს თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება. ამ ფონზე სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს დაზღვეულ მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და მათთვის ხარისხიანი სადაზღვევო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფას.

 „სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქე სრულად უნდა იყოს ინფორმირებული თავისი უფლებების შესახებ. მიუღებელია, დაზღვეულმა ვერ ან არასრულყოფილად ისარგებლოს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით. ინფორმირებული მოქალაქე უკეთესად დაიცავს საკუთარ უფლებებს ან მიმართავს სახელმწიფოს ამ უფლებების დასაცავად" - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 პრეზენტაციის შემდეგ მინისტრმა მცხეთის სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა და ექიმებს გაესაუბრა. სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგის" მიერ აშენებული კლინიკა 25-საწოლიანია და იქ 175 მაღალკვალიფიციური სპეციალისტია დასაქმებული. ახალ სამედიცინო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა ამბულატორიულ, სტაციონარულ, თერაპიულ და სხვა სახის მომსახურებებს იღებენ. სადაზღვევო კომპანიამ კლინიკის მშენებლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

http://www.moh.gov.ge

2012.04.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006