logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „სადაზღვევო კომპანიებს მაღალი ხარისხის შენარჩუნება უჭირთ“

ასე აფასებს სადაზღვევო სისტემის ამჟამინდელ მდგომარეობას საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი. მისი აზრით,  სისტემურ დონეზე უნდა მოხდეს სამედიცინო დაზღვევის მოვლენებისა და ქცევის სტანდარტიზაცია. დაზღვევა უკვე დროა გადავიდეს მონაცემთა და ინფორმაციის მართვის თანამედროვე სისტემებზე, 21-ე საუკუნეში რესურსი და სერვისის ხარისხი არ უნდა იკარგებოდეს პასტა-ფურცელზე და რიგებზე, გადაწყვეტილებებიც მყისიერად უნდა მიიღებოდეს. ამის ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს გაიდლაინების შემოღება სადაზღვევო და სამედიცინო ორგანიზაციებისთვის. ასევე საჭიროა კონკურსის შედეგად შეირჩეს ის საავადმყოფოები და კლინიკები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევაში და დაზღვეულ პაციენტებს უნდა მიეცეთ ამ სამედიცინო დაწესებულებებიდან ნებისმიერის შერჩევის უფლება. სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სადაზღვევო პოლიტიკის, სადაზღვევო სტრატეგიის ნათლად, კონკრეტულად განსაზღვრა.

კონკურენციის დონე  ძალიან მაღალია. ფაქტიურად ახლა ბაზარი გაჯერებულია დაზღვევით. თან დაზღვევა ე.წ. პასიური მოთხოვნის პროდუქტია, მასზე ნებით რიგები არ დგას და დასაზღვევი ყოველთვის ცდილობს დროში გაწელოს დაზღვევის ყიდვის პროცესი.  სადაზღვევო კომპანიათა ძალისხმევასთან ერთად აქ ბევრი რამაა დამოკიდებული მოსახლეობის და ორგანიზაციათა ცოდნასა და გადახდისუნარიანობაზე და ეს ბოლო 2 კომპონენტი ძალიან დაბალ დონეზეა.

მაგ.  2010 წლის პირველ 9 თვეში ბაზარზე მოზიდული პრემია 305 მლნ. ლარი იყო, 2011 წ. იგივე პერიოდში კი - 263 მლნ. ლარი. როგორც კი შემცირდა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის ფასი, შემცირდა პრემიების სიდიდეც. ე.ი. დაზღვევის სხვა სახეობები ფაქტობრივად ბოლო პერიოდში არ განვითარებულა. ეს უკვე 2010-დან დაიწყო, 2009-ში სრული პრემია 361 მლნ. ლარი იყო, 2010-ში კი 360 მლნ., ანუ ფაქტობრივად რიცხობრივად არაფერი დამატებია ბაზარს.

სადაზღვევოთა მთავარი პრობლემა ისაა, რომ ზოგადად მათ მაღალი ხარისხის შენარჩუნება უჭირთ. ერთი და იგივე კომპანია სხვადასხვა დაზღვეულს სხვადასხვა ხარისხის სერვისს უწევს. სადაზღვევო მომსახურების მაღალი ხარისხი ნიშნავს მის სისწრაფეს, სიმარტივეს და სისრულეს. ამას დიდი რესურსი - ინფრასტრუქტურა, პროფესიონალიზმი და თანამედროვე ტექნოლოგიები სჭირდება, რომელთა დონის აწევაც სადაზღვევო სისტემის პირველი ამოცანაა დღეს.

ზოგადად, სადაზღვევოთა მომსახურების ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული სამედიცინო დაწესებულებათა მომსახურების ხარისხზე, ეს უკანასკნელი კი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია.

რაც შეეხება პენსიონერთა და ბავშვთა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას,  რომელიც ამ წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს, მისი დაწყებით დაზღვეულთა რაოდენობა გაორმაგდება, ამიტომ მისი წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებლად უნდა მოხდეს სათანადო რესურსის მომზადებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პროგრამებშიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების რიცხვიც და სიმძიმეც გაიზრდება.

საერთოდ, როცა პრობლემებზე საუბარი აუცილებელია სისტემის გაუმჯობესებისთვის, სისუსტეების მოცილებისათვის და ძლიერი მხარეების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. საქართველოს სადაზღვევო სისტემა თავისი განვითარების დონით, სტრუქტურით, რაოდენობრივი მონაცემებით ლიდერია ამიერკავკასიაში, მას დიდი პოტენციალი აქვს და მის გამოყენებას დიდი სურვილი და მაღალი პროფესიონალიზმი სჭირდება.

http://commersant.ge

2012.03.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006