logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქართველი ექიმები მომხმარებლებს გაზიანი სასმელების მავნებლობის შესახებ აფრთხილებენ

მსოფლიო ტენდენციის საპირისპიროდ, საქართველოში უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მოხმარება იზრდება. შეგახსენებთ: ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გაზიანი სასმელების მოხმარება გასულ წელთან შედარებით 1 %–ით შემცირდა და ბოლო 15 წლის მინიმუმამდე დაეცა. ექსპერტების თქმით, მომხმარებელი თანდათან უფრო „ჯანსაღ“ სასმელებზე - ჩაიზე, წყალსა და ნატურალურ წვენებზე გადადის, რადგან დარწმუნდა, რომ გაზიანი სასმელები ჭარბი წონის, დიაბეტის  და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მიზეზია.

The Financial Times–ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სასმელებზე გადასახადის შემოღებას და სკოლებში მათი გაყიდვის შეზღუდვას მოითხოვენ.

საპირისპირო ტენდენციაა საქართველოში, სადაც უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე მოთხოვნა იზრდება. ლიმონათ „ზანდუკელის“ გაყიდვების უფროსის დავით ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოში ლიმონათის მოხმარების კულტურა დიდი ხანია არსებობს და საზოგადოებას მისი მოხარების შემცირება გაუჭირდება.

„წლიდან წლამდე გაზიან სასმელებზე მოთხოვნა იზრდება. „ზანდუკელის“  ლიმონათების შემთხვევაში მოთხოვნამ გასულ წელთან შედარებით 20–25 %–ით მოიმატა,“ - აცხადებს ნიჟარაძე.

საქართველოში, უალკოჰოლო გაზიანი  სასმელების მოხმარების გაზრდაზე  საუბრობს ლიმონათის კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგი“. კომპანიის დამფუძნებლის გოგი თოფაძის ინფორმაციით, თუ მსოფლიოში აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა შემცირდა, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ კომპანიების გაზიანი სასმელების დასამზადებლად ქიმიურ კონცენტრატებს იყენებენ და არა ნატურალურს. თოფაძის თქმით, „ყაზბეგი“ მხოლოდ ნატურალურ ნივთიერებებს იყენებს და სწორედ ამიტომაა, რომ მისი კომპანია მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტს წარმატებით ახორციელებს.

თუმცა, ქართველი მედიკოსების შეფასებით, გაზიანი სასმელები ნებისმიერ შემთხვევაში მავნეა ადამიანის ორგანიზმისთვის.

„დიეტოლოგიის კლინიკის“ ექიმ–დიეტოლოგის ნატალია ჩოჩიშვილის განცხადებით, ახალი მეცნიერული მონაცემების თანახმად, მომხმარებელმა კვების რაციონიდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელები საერთოდ  უნდა ამოიღოს, ვინაიდან მისი მოხმარებისას ადამიანი ჯერ წონაში იმატებს, შემდეგ კი, შესაძლოა, შაქრიანი დიაბეტი განუვითარდეს. ასევე მატულობს ათეროსკლეროზის რისკიც. ჩოჩიშვილის თქმით, მშობლებმა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მიღება პირველ რიგში ბავშვების  რაციონიდან  უნდა ამოიღონ, რომ თავიდან აიცილონ მთელი რიგი დაავადებები.

http://commersant.ge

2012.03.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006