ჯანდაცვის მედიაციის მომსახურება ფასიანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის წარმომადგენლები ამ ფაქტს უარყოფენ, ეს მომსამხურება ფასიანი ხდება. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტი, ადასტურებს, რომ იურიდიული პირების მედიაციის მომსახურება ფასიანი იქნება.
ჯანდაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იურიდიულ პირებს მედიაციისთვის მიმართვა 500 ლარი დაუჯდებათ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ დღეს ჯანდაცვის სექტორის გამოწვევაა მედიაციის სამსახური კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაძლიერდეს. გიორგი გოდაბრელიძის თქმით, მედიაციაში მიმართვის შემდეგ ამ სამსახურმა საკითხის შესასწავლად სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული.
საპარლამენტო უმცირესობა მედიაციის სამსახურის მომსახურებისთვის საფასურის დაწესებას დაუშვებლად მიიჩნევს. ისინი აცხადებენ, რომ დამატებითი ადამიანების დაზღვევა უშედეგოა, თუ მოქალაქეების უფლებები არ იქნება დაცული.