logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ზაზა სინაურიძე ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ფარული გარიგებების პრობლემას უარყოფს

საქართველოში მომუშავე უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიები  და წამყვანი ექიმები სადაზღვევოების ბრალდებებს პასუხობენ. როგორც ვიუწყებოდით, “ალდაგის”, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ და „იმედი ელის“ განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში სამედიცინო პერსონალი არალეგალურ შემოსავალს იღებს ფარმაცევტული კომპანიებისგან, რათა პაციენტებს ზედმეტი მედიკამენტები დაუნიშნოს.

ქვეყნის ერთ–ერთი წამყვანი ექიმი ზაზა სინაურიძე განმარტავს, რომ ექიმებს და ფარმაცვეტულ კომპანიებს შორის ფარული გარიგებების პრაქტიკა ქვეყანაში 2009 წლამდე არსებობდა. თუმცა, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების შემდეგ, რომელიც ექიმებს აფთიაქების და მედიკამენტების რეკლამას უკრძალავს, ასეთი ფაქტები მკვეთრად შემცირდა. მისი თქმით, კლინიკების სწორ მენეჯმენტს შეუძლია პროტოკოლში ზუსტად გაწეროს რომელ დაავადებაზე რა მედიკამენტი უნდა იქნეს დანიშნული და პროტოკოლიდან გადახვევას ვერცერთი ექიმი  ვერ გაბედავს.

„ავერსის“ მენეჯმენტი კომპანიაში მსგავსი დარღვევების არსებობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ფარმაცევტულ მომსახურებასთან ერთად მომხმარებლებს სამედიცინო და სადაზღვევო სერვისსაც სთავაზობენ. შესაბამისად, „ავერსი“ კეთილსინდისიერად იცავს როგორც სამივე ტიპის ბაზრის თამაშის წესებს, ასევე მომხმარებლების უფლებებს. კომპანიის განცხადებით, ბრალდებას “ავერსი” თავის თავზე ვერ მიიღებს, რადგან ის საფუძველს მოკლებულია.  

„ჯიპისი“-ში სადაზღვევოების პრეტენზიებს  შეფასებას არ უკეთებენ. ფარმაცევტული კომპანიის მენეჯმენტი “კომერსანტთან” აცხადებს, რომ მათთან მსგავსი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და ბრალდებაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. „ჯიპისის“ განმარტებით, კომპანია ყოველთვის მომხმარებლების ინტერესებით ხელმძღვანელობს და მუდმივად ცდილობს მათი საჭიროების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

http://commersant.ge

2012.03.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006