logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სადაზღვევო კომპანიები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ფარულ გარიგებებზე საუბრობენ

ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის  „ალდაგის“ შემდეგ ექიმებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არალეგალურ გარიგებებზე „არქიმედეს გლობალ  ჯორჯია“ საუბრობს.

სადაზღვევო ბაზრის ერთ–ერთმა ლიდერმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ზოგჯერ სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად იღებს დამატებით არალეგალურ შემოსავალს ფარმაცევტული კომპანიებისგან, რათა ზედმეტი წამალი დანიშნონ.

„არქიმედეს“ დირექტორის თქმით, ჯანდაცვის სექტორში არსებობს ტენდენცია, როდესაც ექიმები რომელიმე კონკრეტული ბრენდული მედიკამენტის გაყიდვით არიან დაინტერესებულები და ფარმაცევტული კომპანიებისგან წახალისების ფონზე  ზედმეტ  წამალს ნიშნავენ.  ნიკა რამიშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევის აღმოჩენისას „არქიმედე“ აქტების შედარების საფუძველზე ექიმს გაწეული მომსახურების ღირებულებას არ ურიცხავს. თუმცა, რამიშვილის მტკიცებით, რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტები დაზღვეულს ნებისმიერ შემთხვევაში უნაზღაურდება. 

სადაზღვევო კომპანია „იმედი ელშიც“ აცხადებენ, რომ ადგილობრივ  ბაზარზე ცალკეულ ექიმებს და აფთიაქებს შორის მსგავსი  შეთანხმებები მართლაც არსებობს. თუმცა, ამ პრობლემის მასშტაბურობას უარყოფს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, არალეგალური შემოსავლების მიღების მიზნით ძვირადღირებული მედიკამენტების და ზედმეტი წამლების გამოწერის ფაქტები  მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელია. თუმცა, ლაშა ნიკოლაძის თქმით, ქართულ რეალობაში ექიმებს და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არალეგალური გარიგებები მასშტაბური არ არის. მისივე თქმით, როდესაც „იმედი ელი“ რომელიმე ექიმს გარიგებებში  ამხელს,  მასთან დაზღვეულთა ნაკადს ამცირებს. 

http://commersant.ge

2012.03.14


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006