logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პერინატალური სისტემის გაძლიერების გეგმის პრეზენტაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ ოფიციალურად წარმოადგინა პერინატალური (დაბადებამდე და დაბადების შემდგომი პერიოდი) სისტემის გაძლიერების გენერალური გეგმა შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს წამყვანი მეან-გინეკოლოგები, ნეონატოლოგები, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სპეციალისტები, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პერინატალური სისტემის გაძლიერების გენერალური გეგმა შემუშავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნულ საბჭოსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით. გეგმის შემუშავების პროცესში სამინისტროს კონსულტაციას უწევდნენ ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის ექსპერტები.
აღნიშნული გენერალური გეგმა ნაწილია 2011-2015 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სტრატეგიისა და პირდაპირ პასუხობს მის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას (დედათა და ბავშვთა ხარისხიანი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა). გეგმის მიზანია პერინატალური სამედიცინო მომსახურების სფეროს გაუმჯობესება მომდევნო 10-15 წლისათვის, რათა ყველა ბავშვს საქართველოში სიცოცხლის საუკეთესო დასაწყისი ჰქონდეს.
"ბოლო 5 წლის განმავლოში 2/3-ით შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში. თითოეული ბავშვის გარდაცვალება არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. ამიტომაც ჩვენ შევიმუშავეთ ერთიანი სტრატეგია წამყვან გინეკოლოგებთან, ჩვენს ებრაელ კოლეგებთან, ასოციაციასთან ერთად, რომელშიც მონაწილეობდა გაეროს ბავშვთა ფონდი. სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ შემცირდეს შეცდომები, რომლის შედეგადაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ ადგილი აქვს უბედურ შემთხვევებს სამედიცინო დაწესებულებებში."- ანდრია ურუშაძემ.
გენერალური გეგმა განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და წარმოადგენს კონკრეტულ რეკომენდაციებს. გეგმის კომპონენტებია: პოლიტიკა, ფინანსები, სერვისები, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ხარისხი და საინფორმაციო სისტემები. პერინატოლოგიის სფეროში კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტები, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ხარისხის გაუმჯობესების რეკომენდაციების თანახმად, უკვე დაინერგა მთავრობის მიერ 2011 წელს.

http://www.moh.gov.ge

2012.03.12


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006