logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საჯარო სფეროში დასაქმებული ქალები უფრო დაცულნი არიან, ვიდრე კერძო სექტორში მომუშავეები

საქართველოში დღეს აქტუალურია ის პრობლემები, რომელთა დაძლევაც დასავლეთში ქალთა მოძრაობებმა წინა საუკუნეში მოახერხეს. 

პროფკავშირების გაერთიანების იურისტის, რაისა ლიპარტელიანის თქმით, საჯარო სფეროში დასაქმებული ქალები კერძო სექტორში დასაქმებულებთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში არიან. მათი დაცვისთვის შრომის კანონმდებლობა შედარებით მეტ გარანტიას ქმნის - სახელმწიფო თავის სტრუქტურებში დასაქმებულთა წინაშე გარკვეულ ვალდებულებებს იღებს, მაგრამ კერძო დამსაქმებლებს იმავე ვალდებულებებს არ უყენებს. ეს ვრცელდება შრომის ანაზღაურებასა და ე.წ. დეკრეტულ შვებულებებზეც (ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულების ანაზღაურება).

,,საჯარო სექტორში უკეთესი მდგომარეობაა, რადგან აქ ხელფასის ოდენობა  კანონმდებლობით განისაზღვრება და ქალი დაიჭერს კონკრეტულ პოზიციას თუ მამაკაცი, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ზოგადი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში ნამდვილად არსებობს," - ამბობს პროფკავშირების იურისტი.

რაც შეეხება ,,დეკრეტული შვებულებების" ანაზღაურებას, ის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებულებით რეგულირდება. მშობელს შვებულების 126 დღე უნაზღაურდება, თუმცა, ბრძანებულების მიხედვით ამ თითქმის ოთხთვიანი პერიოდისთვის ანაზღაურება 600 ლარია იმის მიუხედავად, თუ რამდენი აქვს ქალს ხელფასი.

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო მოსამსახურეებს 600 ლარის მიღმა სრულად უნდა აუნაზღაურდეთ ის თანხა, რაც მათ 126 დღიანი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიეღოთ, თუმცა საჯარო სექტორში დამსაქმებლებს ამის ვალდებულება არ აქვთ. ,,არის შემთხვევები, რომ ქალი იძულებულია 9 თვე იმუშაოს, საერთოდ ვერ აიღოს დეკრეტული შვებულება ან მხოლოდ 1 თვით ან ნაკლებით ისარგებლოს, რომ დანარჩენ პერიოდში ანაზღაურების გარეშე დარჩენა არ მოუწიოს," - აცხადებს იურისტი.

საქართველოს შრომის კოდექსი მკაცრად არ არეგულირებს არც სამუშაო საათების რაოდენობას. კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 41 საათს არ უნდა აღემატებოდეს. იურისტის შეფასებით,  ეს ჩანაწერი  დამსაქმებელს ზეგანაკვეთური შრომის უსაზღაუროდ მითვისების საშუალებას აძლევს - ზეგანაკვეთური შრომა უკვე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შრომის პირობად უნდა ჩაითვალოს. საქართველო მიერთებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენციას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება ჩვეულებრივთან შედარებით გაზრდილი ტარიფით უზრუნველყოს, თუმცა, რეალურად სულ სხვა სურათი გვაქვს.

დასაქმების კუთხით ცალკე პრობლემაა თვითდასაქმებული მოქალაქეების დაცვის მექანიზმები. რეალურად, დასაქმებულთაგან მხოლოდ 600-630 ათასი ადამიანი ეწევა დაქირავებულ შრომას, ხოლო მილიონზე მეტი თვითდასაქმებულია. თვითდასაქმებულთა ნახევარზე მეტს ქალები შეადგენენ (სტატისტიკის დეპარტამენტის 2008 წლის მონაცემებით, 523 ათასამდე). კერძო სექტორში თუ თვითდასაქმებულებს შორის  ჩვეულებრივი მოვლენაა 10-12 საათიანი სამუშაო დღე. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 200- 300 ლარიდან იწყება და 500-600 ლარამდე აღწევს.

http://commersant.ge

2012.03.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006