logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფსიქო–სოციალური მომსახურება ბავშვთა ახალ კლინიკაში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე ჟვანიას სახელობის კლინიკაში ახალი პროექტის „ფსიქო სოციალური სერვისის განვითარება საქართველოს პედიატრიულ დაწესებულებებში" პრეზენტაციას დაესწრო, რომლის ფარგლებშიც, ბავშვთა ახალ კლინიკაში ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ფსიქოლოგები ახალ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას შესთავაზებენ.
„მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ინიციატივით, ამა წლის სექტემბრიდან სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვი მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას. თუმცა აღსანიშნავია, რომ პატარებისთვის მნიშვნელოვანი არა მარტო სამედიცინო სერვისებია, არამედ ის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციაც, რაც მათ სტრესის მოხსნაში დაეხმარება. ბავშვებისთვის, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს და მათი ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური დახმარება საკმაოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს სმარიტელთა კავშირის ორგანიზებით, ძალიან კარგი ცენტრი მოეწყო. მე მხარს ვუჭერ ამ პროექტს და ვიმედოვნებ, რომ მალე ბევრ პატარა პაციენტს გაუადვილდება სტაციონარში ყოფნა."-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
პროექტი "საქართველოს სამარიტელთა კავშირის" მიერ ხორციელდება, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას საზოგადოება „Action Mensch" და „ASB"-ს (გერმანიის სამარიტელთა კავშირი) უწევს. ფსიქო-სოციალური მომსახურების მიზანია ბავშვზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების დანერგვა და განვითარება საქართველოში. სპეციალისტები და ფსიქოლოგები ბავშვთა ახალ კლინიკაში მოსულ ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემებითა და ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სტრესის შემცირებაში დაეხმარებიან. ისინი შემდეგ მომსახურებას უზრუნველყოფენ:
§ სტრესული სამედიცინო პროცედურებისათვის ბავშვების ფსიქოლოგიური მომზადება
§ პროცედურების დროს ემოციური მხარდაჭერა
§ თამაშით თერაპია
§ ასაკობრივი და განვითარების თამაშები
§ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბავშვისა და ოჯახის წევრების ინფორმირება პიროვნული და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით
§ სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემისა და სამედიცინო პროცედურების შესახებ საინფორმაციო ბროშურების შედგენა და გავრცელება
§ ხანგრძლივად ჰოსპიტალიზირებული ჩვილებისა და ბავშვების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, განვითარების სტიმულაცია
§ მშობლების კონსულტირებას (0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარებაზე)
§ ბავშვთან ყოფნა მაშინ, როდესაც ეს მშობელს არ შეუძილია, მაგალითად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
§ ექიმების ხელშეწყობა, რათა გამოკვლევების ეფექტურად ჩატარება შეძლონ
§ ხანგრძლივად ჰოსპიტალიზირებული ბავშვებისთვის სკოლაში ინტეგრირების ხელშეწყობა

http://www.moh.gov.ge

2012.03.07


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006