საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ერთერთი ლიდერი „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ კვლევას უპირისპირდება. შეგახსენებთ: ორგანიზაციამ სადაზღვევო სფეროს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობას სადაზღვევო პოლისებს ხელმისაწვდომ ფასებში მსხვილ კომპანიებზე მეტად ახალი მოთამაშეები სთავაზობენ.
„ალდაგის“ გენერალური დირექტორი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ კვლევის შედეგებს არ იცნობს. თუმცა, ნიკა გამყრელიძის განცხადებით კვლევა არაპროფესიონალურია, რადგან არ არის გამოქვეყნებული რა მეთოდოლოგიით მოხდა შეფასება. მისი განცხადებით, ბაზარზე სტანდარტული პროდუქტები არ არსებობს და მათი შედარება რთულია. გამყრელიძის თქმით, "ალდაგის" პროდუქტები ცალსახად, ხელმისაწვდომია.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევარი კი აცხადებს, რომ სადაზღვევო სფეროსთან დაკავშირებით კვლევას განმარტებებიც ახლდა. ამასთან, გიორგი აბაშიშვილის თქმით, კომენტარს ნიკა გამყრელიძის მოსაზრებებზე მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ის დოკუმენტებს სრულად გაეცნობა.