logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა

ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა  და ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივა – ამ თემაზე გაიმართა დისკუსია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ განაცხადა, კომიტეტთან რამდენიმე წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის საბჭო მუშაობს, რომლის ძალისხმევითაც ამ სფეროში უკვე შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა და ამის საფუძველზე ფსიქიატრიული სისტემის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება დაიწყო.

"გადაიხედა სამკურნალო სახელმძღვანელოები, შესწორდა მთელი რიგი სამკურნალო სქემები, პაციენტთა ყოფა–ცხოვრებისა და მკურნალობის სტრატეგია, დაიწყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ახლა უკვე გვაქვს რამდენიმე ახლად აშენებული ფსიქიატრიული საავადმყოფო და ფსიქიატრიული განყოფილებები ზოგადი პროფილის კლინიკებში. რაც მთავარია, შეიცვალა ავადმყოფებისადმი დამოკიდებულების ფილოსოფია და ახლა უფრო მეტად მათი უფლებების დაცვაზე ვართ ორიენტირებული", – განაცხადა ოთარ თოიძემ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ავადმყოფთა სამკურნალო და სოციალური სქემების სრულყოფისა და რეაბილიტაციის პარალელურად ხდება.  მან იმედი გამოთქვა, რომ მოკლე ხანში საქართველოში ადეკვატური ფსიქიატრიული სისტემა შეიქმნება.

ოთარ თოიძის განცხადებით, მკურნალობის გაუმჯობესებასთან ერთად, თუ არ განვითარდა ადამიანის ღირსებასა და უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები, პაციენტები სერვისის პასიური მიმღებები და საზოგადოებისგან იზოლირებული დარჩებიან. ამიტომ, მისი თქმით, ახალი ხედვის ჩამოყალიბება აუცილებელია, რომ სერვისები ხელს უწყობდეს ადამიანის გამოჯანმრთელებას და პატივს სცემდეს პიროვნების ავტონომიას და უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თავისი მკურნალობისა და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმისას არსებულ გამოწვევებზე და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე გაკეთდა.  ასევე განიხილეს პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმები და წარმოადგინეს მათი ამოქმედების სამომავლო ხედვა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა ადამიანის უფლებების დაცვის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ამ პროცესს თან ახლდეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ღირსებისა და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრება,  რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს  ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენასა და ამ ადამიანთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას. 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მომავალი საქმიანობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

შეხვედრა–დისკუსიის ორგანიზატორები კავშირი "თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის", ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი" და კავშირი "მშობელთა ხიდი"იყვნენ.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამა.


http://www.parliament.ge

2012.02.27


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006