logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უცხოეთში სამკურნალოდ ყველაზე ხშირად ონკოლოგიური ავადმყოფები მიდიან

 

საქართველოში ახალი, თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის მიუხედავად, პაციენტებისთვის, რიგ შემთხვევებში, ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა შეუძლებელია. პაციენტები და მათი ახლობლები გამოსავალს საზღვარგარეთ მკურნალობაში ხედავენ.

საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრში რამდენიმე დღით იაპონელი სპეციალისტები არიან ჩამოსული. „თავად იაპონელებს მათთან კონსულტაცია 1500 აშშ დოლარი უჯდებათ. დღეს ისინი თბილისში სრულიად უფასოდ უწევენ საქართველოს მოქალაქეებს კონსულტაციებს. თუ მიიჩნევენ საჭიროდ, რომ პაციენტი მათ ქვეყანაში მკურნალობას დაექვემდებარება, ის პაციენტი იაპონიაში გაემგზავრება,“ - ამბობს საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ცინცაძე.

აღნიშნული ცენტრი ერთადერთია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უწევს მსოფლიოში ცნობილ კლინიკებთან შუამავლობას - თბილისში არსებულ ცენტრს მეზობელი ქვეყნების პაციენტებიც მიმართავენ. პაციენტები, ძირითადად, ამერიკაში, გერმანიაში, ისრაელსა და იაპონიაში მიდიან. "ასევე, ჩვენი მეზობელი თურქეთი, სადაც ბოლო წლებში შესამჩნევად განვითარდა მედიცინა. ხარისხი საკმაოდ მაღალია სტამბულში, მათ მედიკოსებს დასავლეთის წამყვან კლინიკებში აქვთ კვალიფიკაცია მიღებული. ამასთან, ფინანსური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, თურქეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ხელსაყრელია ჩვენი პაციენტებისთვის," - ამბობს ცინცაძე.

პაციენტების საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ყველაზე ხშირი მიზეზი ონკოლოგიური დაავადებები და ღვიძლის გადანერგვაა. „ძირითად შემთხვევებში, საქართველოშივე ამ ადამიანებს უკვე ბევრი სამედიცინო მანიპულაცია აქვთ გაკეთებული და ამ გზით ეძებენ ბოლო იმედს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეეცვლებათ," - ამბობს ცენტრის ექიმი გელა ყურაშვილი. როდესაც პაციენტი საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს მიმართავს, უკვე თან უნდა ჰქონდეს გამოკვლევების შედეგები და საქართველოში დასმული პირველადი დიაგნოზი, რომელსაც საკონსულტაციო განყოფილება შეისწავლის და დაამუშავებს მას ევროპული სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ უკვე დიაგნოზი ითარგმნება და იმ ქვეყნების კლინიკებში იგზავნება, სადაც არის შესაბამისი განყოფილებები.

გათვალისწინებულია პაციენტის სურვილი ქვეყნის არჩევის დროს. მონაცემების გაგზავნის შემდეგ კლინიკიდან მოდის პასუხი მკურნალობის მეთოდების და სავარაუდო ღირებულების შესახებ. როგორც წესი, საზღვარგარეთ მკურნალობა პაციენტებს, დაახლოებით, ორჯერ მეტი უჯდებათ, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებების დროს იაპონიაში კარბონის იონით დასხივება, ტრასპორტირების ხარჯების გარდა, პაციენტს 40 000 აშშ დოლარი უჯდება.

თუმცა, ცენტრის თანამშრომელთა თქმით, ჰყოლიათ ისეთი პაციენტებიც, რომელთა მკურნალობაც პრეზიდენტის და პირველი ლედის ფონდებიდან, ან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდანაც დაფინანსებულა.


http://commersant.ge

2012.02.22


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006