logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ჯანდაცვის სამინისტროში დეკრეტული ანაზღაურების ზრდასა და შობადობის მატებას შორის კავშირს ხედავენ

საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, 2011 წლის ბოლოს ექვსი თვის მიხედვით საქართველოში 27 484 ახალშობილი დაიბადა.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეკრეტული ანაზღაურების ადმინისტრაციაში განგვიცხადეს, ცვლილება ძალაში 2006 წლის 25 აგვისტოს შევიდა და მას შემდეგ დეკრეტული ანაზღაურება 600 ლარს შეადგენს. მანამდე კი ქალებს მხოლოდ 150 ლარის აღება შეეძლოთ.

დეკრეტული ანაზღაურების ადმინისტრაციის განმარტებით, პირს ამ რაოდენობის თანხის აღება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დასაქმებულია. ამასთან, ორსულებს შვებულება ეძლევათ 477 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგანაც ანაზღაურებადი მხოლოდ 126 კალენდარული დღეა.  

ადმინისტრაციაში შობადობის მზარდ სტატისტიკას გარკვეულწილად ანაზღაურების ზრდასაც უკავშირებენ და ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კოდექსში ეს ცვლილება შევიდა, ქალბატონებისათვის ამ რაოდენობის ანაზღაურება სტიმულის მომცემი გახდა და ქვეყანაში შობადობა მკვეთრად იზრდება.

თუმცა ადმინისტრაციაში იმასაც ამბობენ, რომ შობადობის გაზრდა მხოლოდ ამ ფაქტორით არ უნდა ავხსნათ და სხვა არაერთი ფაქტია, რის გამოც საქართველოში შობადობა მატულობს.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი, კი სადეკრეტო ანაზღაურებასა და შობადობის ზრდას შორის კავშირს არასერიოზულს უწოდებს. მისი შეფასებით, ის, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება 4-ჯერ გაიზარდა, ქალბატონებისთვის სტიმული ნამდვილად არ არის და შობადობა ამის გამო ვერ გაიზრდებოდა.

http://commersant.ge

2012.02.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006