logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ტუბერკულოზს ომი საქართველოშიც გამოუცხადეს

ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად იზრდება. მართალია, აღნიშნული დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და ექიმის დანიშნულების სწორად შესრულების შემთხვევაში დაავადებული თითქმის ბოლომდე იკურნება, თუმცა მოსახლეობაში ამ ავადმყოფობისადმი შიში მაინც არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე ტუბერკულოზის 146 შემთხვევა მოდის. 2006 წელს ქვეყანაში დაავადების 94 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 1-3 ტუბერკულოზითაა დაავადებული. ყოველწლიურად მსოფლიოში დაავადების 8,5 მილიონი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, აქედან 2 მილიონი დაავადებული იღუპება, მათ შორის 100 ათასი ბავშვია.
ბოლო პერიოდში დაავადების პრევენციის მიზნით საქართველოში საინფორმაციო კამპანია საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ამ კამპანიის ეფექტურობაზე არა მხოლოდ ექსპერტები, არამედ თავად მოსახლეობაც საუბრობს.
"საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წარმოებულმა საინფორმაციო კამპანიამ შედეგი უკვე გამოიღო. დაავადებაზე საინფორმაციო-სარეკლამო კლიპების ეთერში გაშვების შემდეგ საავადმყოფოს საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიაკითხა და მკურნალობის სურვილიც გამოთქვა", - განაცხადა ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა გია ხუროძემ.
ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის წამოწყებას დადებითად აფასებს მოსახლეობაც.
საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპი კი, საქართველოს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეზოში ახალი საავადმყოფოს გახსნა იქნება. კლინიკა 26 მაისს გაიხსნება და ის უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. ახალ საავადმყოფოში ქართველ ექიმებს საშუალება ექნებათ, ტუბერკულოზის ყველაზე რთული - რეზისტენტული ფორმით დაავადებულებს უმკურნალონ.

ნატა გიორგაძე

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.04.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006