logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მსოფლიოში უძლიერესი იმუნომოდულატორი “კამელინი“

საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, როგორც “კამელინს”. ბენედიქტე (ძაგული) მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატ “კამელინმა” უმოკლეს დროში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები, სადაც ნათლად დადასტურდა მისი უნიკალური იმუნომოდულატორული, ანტისიმსივნური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. ადრეული კვლევები, რომლის საფუძველზე მტკიცდება “კამელინის” შესანიშნავი ანტისიმსივნური თვისებები, მოიცავს 1945-1975 წლებს. “კამელინზე” გამოკვლევები დაწყებულ იქნა 1950 წ. ქირურგიის ინსტიტუტში, აკადემიკოს კ. დ. ერისთავის უშუალო ხელმძღვანელობით, ასევე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. ერთდროულად ჩატარებულ იქნა პრეპარატის გამოკვლევები ექსპერიმენტულ სიმსივნეებზე, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პათფიზიოლოგიის კათედრაზე პროფ. თ. გ. ნათაძის ხელმძღვანელობით.

პირველ ეტაპზე ცდები ტარდებოდა სარძევე ჯირკვლების სპონტანური და გადანერგილი სიმსივნეების მქონე თეთრ თაგვებზე. ამ დაკვირვებათა შედეგად დადგენილ იქნა, რომ პრეპარატი კამელინი აფერხებს პირველადი სიმსივნეების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს უკვე განვითარებული სპონტანური ახალწარმონაქმნების განვითარებას. ამ უკანასკნელთა ჰისტომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა გამოავლინა სისხლჩაქცევების არსებობა სიმსივნის სტრომაში და სიმსივნური უჯრედების ნეკროზი.

2 წლის შემდეგ ექსპერიმენტები გამეორებულ იქნა ლენინგრადში, ონკოლოგიის ინსტიტუტში, აკად. ლ. მ. შაბადის ლაბორატორიაში. ექსპერიმენტებში გამოყენებულ იქნა ასევე სხვადასხვა ორგანოების კიბოთი დაავადებული ვირთაგვები. ცდის დაწყებისას გამოყოფილ იქნა სპეციალური კომისია, რომელიც ამოწმებდა ცდების მსვლელობას და მიღებულ შედეგებს, შემოწმების მონაცემების საფუძველზე კომისია მივიდა შემდეგ დასკვნამდე: გამოსაცდელი პრეპარატი დამთრგუნველ გავლენას ახდენს სიმსივნურ ზრდაზე. ამ პრეპარატის შეყვანის გავლენით ხდება სიმსივნეების შესამჩნევი შემცირება და სრული გაქრობაც კი.

თითქმის ანალოგიური შედეგები იქნა მიღებული "კამელინი"ს გამოცდისას ექსპერიმენტული სიმსივნის მოდელზე სსრკ მედ. მეცნ. აკად. მოსკოვის კიბოს ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში. სამუშაოები ტარდებოდა აკად. მ. მ. მაევსკის ხელმძღვანელობით.

ზემოთაღნიშნული პრეპარატის გამოცდისა და ექსპერიმენტში მისი არატოქსიკურობის შესწავლის კვალდაკვალ აკად. კ. დ. ერისთავის წინადადებით, მოხდა პრეპარატ კამელინის სამკურნალო მოქმედების შესწავლა კლინიკურ პირობებში ავთვისებიანი სიმსივნეების მქონე ავადმყოფებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ავადმყოფს დაავადების შორსწასული ფორმები ჰქონდა. მათ უმრავლესობას აღენიშნებოდა სიმსივნის რეციდივი მრავალჯერადი ოპერირების შემდეგ. ავადმყოფთა მძიმე მდგომარეობისა და მათი მკურნალობის დაავადების ტერმინალურ სტადიაზე დაწყების მიუხედავად, კამელინის მოქმედება ეფექტური აღმოჩნდა. ავადმყოფები დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ მკურნალობის შემდეგ 1-დან 9 წლამდე ვადით.

ამ პერიოდიდან დღემდე პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულებმა, მათ შორის უმძიმეს სტადიაში მყოფ ავადმყოფებმაც, უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის უმეტეს შემთხვევებში მიღწეულ იქნა თერაპევტული ეფექტი: საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, ტემპერატურის დაწევის, ტკივილების და პირღებინების გაქრობის სახით, სისხლის სურათის გაუმჯობესებით, მეტასტაზების ზომების შემცირებით, შრომისუნარიანობის აღდგენითა და სიცოცხლის გახანგრძლივებით.

ზემოთაღნიშნულის დადასტურებაა აკადემიკოს ვიაჩესლავ მაკაევის შემთხვევაც. პიატიგორსკელ მეცნიერს გასული წლის მარტში კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის საფუძველზე დაუდგინეს ხორხის სიმსივნის დიაგნოზი – ხორხის ზედა და ხორხის წინა ცხიმოვანი უჯრედების პროექციაში აღენიშნა ცენტრისკენ მდებარე არასწორი–მომრგვალო ფორმის სიმსივნური წარმონაქმნი, ზომით 25–30 მმ. პაციენტმა ჩაიტარა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი, მაგრამ მდგომარეობა უფრო დამძიმდა, მას დაეწყო ყლაპვის პრობლემები, თითოეულ ულუფას სითხის დახმარებით იღებდა. ბატონ ვიაჩესლავი საქართველოში მცხოვრები ახლობლის საშუალებით გაეცნო მასალებს „კამელინის“ კვლევების შესახებ და გადაწყვიტა „კამელინით“ ჩაეტარებინა მკურნალობა „კამელინ მ1“ ინექციითა და „კამელინ მ2“ კაფსულებით. ზაფხულში „კამელინფლუ“– სპრეი არ იყო გამოსული და ინექციას არა მარტო იკეთებდა კუნთში, არამედ აზავებდა წყალთან და იყენებდა სავლების სახით, 20 დღიანი კურსის გავლის შემდეგ პაციენტმა გაიარა ხელახალი საკონტროლო კვლევა, რომლის შდეგად შეინიშნა დაავადების დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატებოდა სიმსივნური წარმონაქმნის ზომაში შემცირებით, ექიმები განცვიფრებულები დარჩნენ, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში 15%–ით იყო შემცირებული (23–27მმ). აქედან გამომდინარე, მან გააგრძელა კამელინოთერაპიის კურსი. ამა წლის 27 იანვარს კიდევ ხელახლა ჩაიტარა ტომოგრაფიული კვლევა, რომლის შედეგად ხორხში მოცულობითი სიმსივნური წარმონაქმნები არ დაფიქსირდა. კომპანია „კამელინი’ ფლობს ამის დამადასტურებელ სამივე კომპიუტერული კვლევის შედეგების ასლებს, რომელიც თავად პაციენტმა გადმოაგზავნა.

ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატი "კამელინი" გამოიყენება – სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური და სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებების დროს.

ციცინო გაგნიძე

კავკასიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი


“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33;

http://www. Camelyn.ge

2012.02.17


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006