logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მინისტრი მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა, სადაც ონკოლოგიური დაავადებების ფუნქციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ მეთოდებს გაეცნო.
დიაგნოსტიკის და მკურნალობის ეს მეთოდი უნიკალურია და მას პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არ გააჩნია. ახალი PET-CT - პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფის საშუალებით, სიმსივნურად აქტიურ უჯრედებში სპეციალური პრეპარატის (რადიოიზოტოპის) ჩართვით შესაძლებელი გახდა ზუსტად დადგინდეს ონკოლოგიური დაავადების გავრცელება ორგანიზმში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის შესაბამისი მეთოდებისა და მათი თანმიმდევრობის შერჩევისათვის. PET-CT კვლევას ასევე გადამწყვეტი მნიშვმნელობა ენიჭება მკურნალობის შედეგების შესაფასებლად.
„ონკოლოგიური დაავადებები დიდი პრობლემაა მოსახლეობისთვის. ეს არის სერიოზული ფინანსური ტვირთი ოჯახებისთვის. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების კლინიკაში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ის მეთოდები გავიარეთ, რომელიც დაავადების არამარტო I-II სტადიაზე გამოვლენის საშუალებას იძლევა, არამედ განკურნების დიდ შანსს გვაძლევს. 3 თვეში აქ იქნება PET-CT - პოზიტრონ ემისიური ტომოგრაფი და დღეს ამ აპარატით მკურნალობის ღირებულებაზეც ვიმსჯელეთ. მთავარია, რომ თითოეული პაციენტისთვის ეს თანამედროვე სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტაზე ჩვენ ერთობლივად, აქტიურად ვიმუშავებთ. - აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების (თავ-კისრის, ძუძუს, პროსტატის, საშვილოსნოს ყელის და სხვა) I-II სტადიის შემთხვევაში განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა 95-97%-ში. ასეთი ადრეული სტადიების სიმსივნეების გამოსავლენად, კი პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT) უნიკალურია, როგორც ფუნქციონალური დიაგნოსტიკის მეთოდი.

http://www.moh.gov.ge

2012.02.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006