logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს პრეზიდენტმა დმანისში ახლადგახსნილი საავადმყოფო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის ფარგლებში, დმანისის ახლადაშენებული მრავალპროფილური საავადმყოფო დაათვალიერა და კლინიკის ერთ-ერთ პაციენტს გაესაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ახალშობილებიც მოინახულა და მათ საჩუქრები გადასცა. ქვეყნის პირველი პირი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გაყინულ საავადმყოფოში მყოფი ექიმები ყოველგვარი საქმის გარეშე იყვნენ დარჩენილი.
„აღსანიშნავია, რომ დმანისის ძველ საავადმყოფოში არც ოპერაცია გაკეთებულა და არც მშობიარობა მიუღიათ. ექიმები დარჩენილნი იყვნენ ცივ შენობაში პაციენტებისა და სამუშაოს გარეშე. ბოლო წლების მანძილზე პირველად მოხდა, რომ დმანისის მოსახლეობა სამედიცინო სერვისების მიღებას თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების მქონე კლინიკაში შეძლებს."- განაცხადა ანდრია ურუშაძემ. ახალი საავადმყოფო დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკამ 975 პაციენტი მიიღო და აქ 29 ბავშვი დაიბადა. ადგილობრივ მცხოვრებლებს 80 კვალიფიციური სპეციალისტი ემსახურება.
კლინიკა სადაზღვევო კომპანია IC Group-მა ააშენა, რისთვისაც 2 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია განახორციელა. საავადმყოფო წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიცინის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და კარდიოლოგიის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გულნარა ჩაფიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

http://www.moh.gov.ge

2012.02.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006