logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    პროექტის „გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ“ პრეზენტაცია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ესენის უნივერსიტეტის პროფესორთან ზაზა ქაცარავასთან და ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორ ტიმოტი სტაინერთან ერთად, საქართველოში თავის ტკივილის თანამედროვე მეთოდებით მკურნალობის დანერგვაზე ისაუბრა.
შაკიკი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ის დაავადებათა შორის მე-10 ადგილზეა. შაკიკი ქალების 20 და მამაკაცების 10 პროცენტს აწუხებს. საქველმოქმედო პროექტის „გლობალური კამპანია თავის ტკივილის წინააღმდეგ" მიზანია, საქართველოში დაინერგოს შაკიკის და თავის ტკივილის სხვა ფორმების ადეკვატური მკურნალობისა და პრევენციის თანამედროვე მეთოდები. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, რომ აღნიშნული დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია. ამ პრობლემის მქონე პაციენტებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ შეტევების რაოდენობა და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
პირველ ეტაპზე თითოეული პაციენტი, რომელიც თავის ტკივილის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ქართულ-ევროპულ ცენტრს მიმართავს საჭირო სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს მიმართვიდან პირველი 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ მიიღებს. ხოლო შემდეგ მკურნალობის კურსის გავლა შეღავათიან ფასებში იქნება შესაძლებელი. ტელემედიცინის საშუალებით პროფესორი ზაზა ქაცარავა რეგულარულად ჩაატარებს კონსულტაციებს, რაც როგორც პირველი 3 თვის, ისე შემდგომშიც უფასო იქნება.
„ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გლობალური კამპანიის დაწყება, რომელიც თავის ტკივილისა და შაკიკის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ჩვენი მტავარი მიზანია, რომ ხარისხიანი სამედიცინო სერვისები მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ."- აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით შაკიკი დაავადებათა შორის მე-10 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა, ამ პრობლემის მქონე პაციენტებს, შეტევების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეუმცირებს. ჩვენი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს არის. ძალიან მალე ამ შაკიკის პრევენცია და შემდგომი განკურნება გახდება შესაძლებელი."- განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა ტიმოტი სტაინერმა.
ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს ისეთი პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის მეთოდების დანერგვასა და საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმების ქართულ მედიცინაში ჩართულობას გულისხმობს. სამინისტრო მიესელმება ყველა სახის თანამშრომლობას, რომელიც პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქართველი ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
შაკიკისა და თავის ტკივილის სხვა გამოვლინებების წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის განხორციელება, მომავალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება.

http://moh.gov.ge

2012.01.20


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006