logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ეპიდემიის საფრთხე ფოთში

ფოთი A ჰეპატიტის ეპიდემიის საშიშროების წინაშეა. ინფექციურ საავადმყოფოში ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. პაციენტთა 90 პროცენტი კუნძულის დასახლებიდანაა. ეპიდემიოლოგები ინფექციის მიზეზად წყლის დაბინძურებას ასახელებენ. მათივე განცხადებით, მაჩვენებელი დღეისათვის საგანგაშო არ არის, თუმცა საშიშროებას ის ფაქტი ზრდის, რომ დაავადებას ერთთვიანი საინკუბაციო პერიოდი აქვს.
ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტ გურანდა თევზაძის თქმით, ჰეპატიტით დაავადებულები საავადმყოფოს უკვე 25-ე დღეა, მიმართავენ. "ჩვენს საავადმყოფოს უკვე 25-მდე ავადმყოფმა მომართა, მათ, ძირითადად, საშუალო სიმძიმის დაავადების სიმპტომები აღენიშნებათ. დაავადებას აქვს ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა მოთენთილობა, გულისრევის შეგრძნება, ქოშინი და მაღალი ტემპერატურა – 37-დან 39-მდე. 4-5 დღის შემდეგ უკვე კანზე ჩნდება ყვითელი ლაქები. ავადმყოფთა უმეტესობა სწორედ მსგავსი ლაქების შემჩნევის შემდეგ მოგვმართავს," - ამბობს გურანდა თევზაძე. მისივე ინფორმაციით, ავადმყოფთა უმრავლესობა ინფექციის წყაროდ სასმელ წყალს ასახელებს. წყალი დღეგამოშვებით მოდის, რის გამოც მილები შრება, გამომშრალ მილებში გამავალი წყალი კი ბაქტერიებს შეიცავს და ჯანმრთელობისთვის მავნეა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება და ისინი მხოლოდ ამბულატორიულ მკურნალობას გადიან, რასაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აფინანსებს. გურანდა თევზაძის თქმით, დაავადებულთა რიცხვი საავადმყოფოში დარეგისტრირებულთა რაოდენობას აღემატება. ის ამბობს, რომ ავადმყოფები სახლებში სოფლის წამლებით მკურნალობენ.
ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროს სევერიან შენგელიას თქმით, "სიტუაცია საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა."
ეპიდემიოლოგების აზრით, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რაც შეუძლებელია, რადგანაც ფოთში სანიტარიული სამსახური არ არსებობს.

ნანა საჯაია

http://www.24saati.ge

2007.04.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006