logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    მცირე აფთიაქები ვიდეოკამერების მომსახურების მაღალ ფასს აპროტესტებენ

ვიდეოკამერების დამონტაჟების ვალდებულების გამო წვრილ სააფთიაქო ქსელებს პრობლემები შეექმნა.

შეგახსენებთ: მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით,  მთელი საქართველოს მასშტაბით სააფთიაქო ქსელებში, კამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდა.

რამდენიმე აფთიაქის წარმომადგენელთა თქმით, კამერების დამონტაჟების ვალდებულების გარდა მათ კამერებზე კონტროლიც დაეკისრათ. შედეგად, დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გათიშვის ან სხვა მიზეზით კამერის მუშაობის შეფერხების გამო აფთიაქს სერიოზული თანხის  გადახდა უწევს.

მცირე აფთიაქების მეპატრონეები  ამ ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისინი ვალდებულნი არ არიან კამერის მუშაობა ამოწმონ ან ამ მიზნით დამატებითი კადრი აიყვანონ. წვრილი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები იმასაც აცხადებენ, რომ თუ მსგავსი პრობლემები გაგრძელდა, მათ ბაზრიდან გასვლა მოუწევთ. 

სააფთიაქო ქსელ „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ავთანდილ გასვიანი აცხადებს, რომ მის კომპანიას თითოეულ ობიექტზე კამერების დამონტაჟება 3800 ლარი დაუჯდა. როგორც გასვიანი აღნიშნავს, მას საქართველოს მასშტაბით 14 სააფთიაქო ქსელი აქვს და ზოგ მათგანში 4 კამერის დამონტაჟება გახდა საჭირო, რაც მისი ბიზნესისთვის სერიოზული ხარჯია.

განსხვავებული სურათია მსხვილ სააფთიაქო ქსელებში, რომლებმაც უკვე დაასრულეს კამერების დამონტაჟება. როგორც „პე–ეს–პეს“ დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, მათ 160–ზე  მეტ ობიექტში კამერები  უკვე  დაამონტაჟეს და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

კამერების დამონტაჟება დაასრულა სააფთიაქო ქსელმა  ,,ავერსი–გეოფრამამაც”. მისი გენერალური დირექტორის,  გია ჩიგოგიძის თქმით,  200-ზე მეტ სააფთიაქო ქსელში კამერები უკვე განთავსებულია.

http://commersant.ge

2011.12.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006