logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) არაგადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის პრომოციის დირექტორს გოდენ გალეას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს რუსუდან კლიმიაშვილს და  ამირან გამყრელიძეს შეხვდა.

შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის პროცესი, სამედიცინო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

გიორგი წერეთელმა აღნიშა, რომ სამომავლოდ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ დაავადებათა პრევენციულ ღონიძიებებს მიექცევა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია არაგადამდებ დაავადებებზე აქცენტის გაკეთება, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაში, რამდენადაც სწორეს ეს დაავადებები და მათი გართულებები შეადგენს სიკვდილიანობის მიზეზთა მაჩვენებლის ძირითად ნაწილს.

ბატონმა გალეამ განაცხადა, რომ WHO ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და მათ განხორციელებაში თვითონაც აქტიურად მონაწილეობს, ხაზგასმით გამოყო რამდენიმე ძირითადი საკითხი: 

  • გაეროს სპეციალურ ასამბლეაზე მიღებული არაგადამდებ დაავადებათა გლობალური ინიციატივა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება თუკი საქართველო სახელმწიფო დონეზე შეუერთდება ამ ინიციატივას.
  • ჯანდაცვის სისტემაში პროტოკოლებისა და გაიდლაინების დანერგვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის პროცესში, რათა მიღწეულ იქნას ხარისხიანი მომსახურება, სამედიცინო პერსონალის მაღალი პროფესიონალიზმი.
  • თამბაქოს კონტროლის სფეროში თანამშრომლობა. აღნიშნა, რომ მისასალმებელია, რომ საქართველო მიერთებულია თამბაქოს მოხმარების კონტროლის საერთაშორისო  კონვენციას, თუმცა ძალზე მცირეა პროგრესი, რაც აისახება რეკლამის საკითხებსა და თამბაქოს ფასებზე,  იმ რეგულაციების არარსებობაზე, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს თამბაქოს მოხმარების მოთხოვნის შემცირების მიზნით, რათა ხელი შეუწყოს მოსახლეობის ფართო ფენებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას.

გიორგი წერეთელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პარლამენტი მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან,  არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით მუშაობა გააგრძელოს თამბაქოს მოხმარების კონტროლის ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და ჯანსაღი ცხოვრებს წესის დანერგვაზე.

შეხვედრის დასასრულს ვიცე–სპიკერმა სტუმარს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუკი საქართველოს მთავრობისა და WHO-ს მიერ ხელმოწერილი გეგმის მიხედვით ორმხრივი ურთიერთობები უფრო გაღრმავდება.

http://parliament.ge

2011.12.15


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006