logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმთა დარღვევები და პასუხისმგებლობა

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, ექვსი თვის განმავლობაში, 200-ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. ექიმთა სერტიფიცირების სახელმწიფო სააგენტომ ერთი კვირის განმავლობაში შვიდ სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარი შემთხვევები განიხილა, რის შედეგადაც, შესაძლოა, კიდევ 10-ზე მეტი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ექიმთა სერტიფიცირების სახელმწიფო სააგენტომ გუშინ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება "03"-ის ექიმ მარიკა ალფაიძის საქმის მოკვლევა დაასრულა. ახლა, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სერტიფიცირების საბჭომ უნდა იმსჯელოს.
როგორც სააგენტოს უფროსმა გია თვალავაძემ განაცხადა, საბჭო, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოკვლეულ მასალებს შეაჯამებს და "03"-ის ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის ან საექიმო ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხს უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტს. ამ საკითხის გარდა, საბჭოს შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი შემთხვევების შესახებაც მოუწევს მსჯელობა.
"ჩვენმა სააგენტომ მუშაობა დაასრულა და ახლა საქმეს სერტიფიცირების საბჭო განიხილავს. ექსპერტიზის დასკვნებმა დაადასტურა, რომ პაციენტი ნანა მეტრეველი ექიმის მიერ გაკეთებულ წამალზე რეაქციის შედეგად გარდაიცვალა. გამორიცხული არ არის, რომ მარიკა ალფაიძეს საექიმო ლიცენზიის ჩამორთმევის გარდა, უფრო მძიმე სასჯელი დაეკისროს. ამ ექიმის მიმართ სისხლის სამართლის საქმეცაა აღძრული. სერტიფიცირების საბჭო ლიცენზიის შეჩერების საკითხს დააყენებს, ხოლო ამ ლიცენზიის ჩამორთმევას სასამართლო გადაწყვეტს," - განაცხადა თვალავაძემ.
თვალავაძის თქმით, მარიკა ალფაიძემ 2007 წლის სექტემბრის თვეში დიდ დიღომში ნათესავთან სტუმრად მისულ ნანა მეტრეველს არასწორი მკურნალობა ჩაუტარა. კერძოდ, გამოძახებაზე მისულმა ალფაიძემ ნანა მეტრეველს ანალგინის, დიმედროლის და ნო-შპას ნაზავის ინექცია გაუკეთა, რამაც ავადმყოფში ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია და ელვისებური ალერგიის შედეგად გარდაიცვალა.
თვალავაძის განცხადებით, "03"-ის ექიმი აღნიშნულ მკურნალობას უარყოფს, მაგრამ სამედიცინო ექსპერტიზამ ნანა მეტრეველის გარდაცვალების მიზეზად სწორედ აღნიშნული მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია დაასახელა. ექიმს გარდაცვლილის დედაც უჩივის.
ექიმების მიმართ პრეტენზიებმა ბოლო დროს მასობრივი სახე მიიღო. მედიასაშუალებებით გუშინ კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ექიმების გულგრილობა დასახელდა.
43 წლის ირინა ხიმშიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში 20 მარტს გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ამირან ანთაძემ განაცხადა, ირინა ხიმშიაშვილი ექიმების დაუდევრობის შედეგად არ გარდაცვლილა. მისი თქმით, საავადმყოფოს მედიკოსებმა აღნიშნულ პაციენტს სხვადასხვა დროს სიცოცხლე ორჯერ შეუნარჩუნეს. ანთაძე ხიმშიაშვილის გარდაცვალების მიზეზად თრომბო-ემბოლიას ასახელებს.
"ქალბატონი ჩვენს კლინიკაში სამკურნალოდ ორჯერ იმყოფებოდა. მას ბევრი პრობლემა და ვალი ჰქონდა, რის გამოც ორჯერ სცადა თვითმკვლელობა და ორჯერვე გადავარჩინეთ. როდესაც გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გადიოდა, თრომბო-ემბოლიის გამო საავადმყოფოს დერეფანში გარდაიცვალა," - განმარტა ანთაძემ.
ექიმებისთვის ლიცენზიების შეჩერება არის თუ არა გამოსავალი? - ამ კითხვაზე მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვაგვარი შეხედულებები გააჩნიათ. გიორგი თვალავაძის აზრით, მართალია, ექიმების დასჯა გამოსავალი არ არის, თუმცა დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი აუცილებლად უნდა არსებობდეს.

თამარ დვალი

http://www.24saati.ge

2007.04.03


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006