logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ავერსის კლინიკაში პირველად საქართველოში ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ქირურგიული ოპერაცია – თორაკოსკოპიული სიმპატექტომია გაკეთდა

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 6 თვის წინ პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" ჭარბი ოფლიანობის ანუ ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრი გაიხსნა და აღნიშნული პათოლოგიით სამშობლოში მკურნალობის საშუალება მიეცა ბევრ პაციენტს, რამდენადაც ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრში შეიძლება მკურნალობის არსებული ყველა თანამედროვე მეთოდით მკურნალობა. აშშ სტატისტიკით ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მოსახლეობის 2–3%, საქართველოში მსგავსი სტატისტიკა ჯერ–ჯერობით არ არსებობს, მაგრამ 6 თვის მიხედვით კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობით თუ ვიმსჯელებთ და კლიმატურ პირობებსაც გავითვალისწინებთ პროცენტული მონაცემები გაცილებით მეტი იქნება.
ჩვენს კლინიკაში პაციენტები გარკვეული გამოკვლევების შემდეგ იღებენ კვალიფიციურ კონსულტაციებს და პირველადი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში, ანუ თუ ჭარბი ოფლიანობა სხვა დაავადების გამო არ არის გამოწვეული, ენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა, პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ. კერძოდ, სპეციფიური დეოდორანტებიდან დაწყებული ქირურგიული ჩარევით დამთავრებული. ზოგადად მკურნალობის მეთოდებია:
1. პრეპარატებით მკურნალობა - ტარდება ბოტოქსის ან დისპორტის ინექციები საჭირო პროექციაში.
2. იონოფორეზი (ელექტროფორეზი) - იძლევა ხელისგულებსა და ფეხისგულებზე ზემოქმედებას სპეციალური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით.
3. “კიურეტაჟი” - ადგილობრივი გაუტკივარების ფონზე ქირურგიული ჩარევის შედეგად ხდება საოფლე ჯირკვლების მექანიკური გზით დარღვევა.
4. თორაკოსკოპიული სიმპატექტომია - ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ყველაზე რადიკალური მეთოდია, რაც გულისხმობს ზოგადი გაუტკივარებით ქირურგიულ ჩარევას. იღლიის არეში კეთდება ორი 1.0სმ და 0.5სმ განაკვეთი. ოპერაციის ხანგრძლივობა 20-25 წუთს არ აღემატება და პაციენტი მეორე დღესვე ტოვებს კლინიკას. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი სამუდამოა და დადებითი შედეგი აღინიშნება 95-98%-ში.

სულ რამდენიმე დღის წინ პირველად საქართველოში, "ავერსის კლინიკაში" წარმატებით ჩატარდა პირველი ოპერაციები ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მიზნით, კერძოდ თორაკოსკოპიული სიმპატექტომია. ამ ოპერაციის დროს პაციენტს უკეთდება 2 მცირე ზომის განაკვეთი იღლიის ქვემო არეში, სადაც ხდება ორი სპეციალური ინსტრუმენტის შეყვანა გულმკერდის ღრუში. რევიზიის შემდეგ ხდება სიმპატიკური ნერვული ღეროს აღმოჩენა და გადაკვეთა ან კლიპირება 2–3 ნეკნის დონეზე. ოპერაციის ხანგრძლივობა სულ 20–25 წუთს შეადგენს. პაციენტები ოპერაციიდან მეორე დღეს გულმკერდის საკონტროლო რენტგენოსკოპიის შემდეგ ეწერებიან სტაციონარიდან და 10–12 დღის შემდეგ ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმით იცხოვრებენ. თორაკოსკოპიული სიმპატექტომიის შედეგი მიიღწევა ოპერაციის დამთავრებისთანავე, არის მუდმივი და დადებითი 95-98%-ში.

ფარმაცევტული კომპანია "ავერსი"

2011.08.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006