logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ”კამელინ მ 4” - უნივერსალური სამკურნალო სანთლები

„კამელინის“ ბაზაზე დამზადებულ სანთლების „კამელინ მ4“-ის შექმნას წინ უძღოდა წინაკლინიკური გამოკვლევები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში. „კამელინ მ 4“-ს გააჩნია მრავალმხრივი მოქმედების უნარი რექტალურ-ვაგინალური მოხმარებისთვის. წამლის ეს ფორმა გამოსაყენებლად ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. „კამელინ მ 4“ გამოიყენება ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესების და ბუასილის მკურნალობაში.
საპატრიარქოს, წმინდა ანას და იოაკიმეს სამშობიარო სახლის, ორსულთა პათოლოგიის განყოფილების გამგე დავით ლანდია ამბობს:
- დადასტურებულია რა პრეპარატ “კამელინის”ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, იმუნომოდულატორული თვისებები, 2009 წელს „იმედის კლინიკაში ჩემი ხელმძღვანელობით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ „კამელინ მ 4“ -ის გამოყენება ორსულებში გინეკოლოგიური ანთებითი პროცესების და ბუასილის სამკურნალოდ. სანთლები გამოიცადა 500 ზე მეტ ორსულსა და მელოგინეზე. ვაწარმოებდით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ნაცხების მიკროსკოპიულ კვლევას, რომლის საფუძველზეც „კამელინ მ 4“-ის დადებითი მოქმედება ლეიკოციტებზე, ასევე გრამ პლუს და გრამ მინუს ჩხირებზე აშკარა იყო. „კამელინის“ ხსნარით კი ვაწარმოებდით პოსტოპერაციული (გინეკოლოგიური და საკეისრო) ჭრილობების დამუშავებას. აქაც პრეპარატმა გამოავლინა რეგენერაციის მაღალი უნარი, „კამელინმა“ ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას ყოველგვარი გართულებების გარეშე.
მისივე თქმით, “კამელინი მ 4“ ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს. ბუასილი ორსულებში, განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში ძალზე ხშირია, ხოლო ორსულობზე მედიკამენტების მიღება, ჩვეულებრივ, შეზღუდულია. “კამელი მ 4”-მა გამოავლინა არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი, 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გაქრობაში, ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “კამელინის” სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია. კვლევაში ჩართულები იყვნენ აგრეთვე მეძუძური დედებიც, რადგან აღნიშნული დაავადება მშობიარობის შემდეგაც ბევრს აწუხებს.
“იმედის კლინიკაში” ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ “კამელინის” სანთლები ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისათვის შესანიშნავია. მისასალმებელი იქნება, თუ აღნიშნული სანთლები ფართოდ დაინერგება ქალთა კონსულტაციებში, რადგან “კამელინ მ 4” არის სრულიად უსაფრთხო პრეპარატი ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. მას გააჩია ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს იმუნომოდულაციისა და რეპარაციულ პროცესებს. შესანიშნავი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანტიკანცეროგენული თვისებებით ხასიათდება და სწრაფ შედეგს იძლევა ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ეროზიების და ანთებითი დაავადებების, პროქტიტების, ბუასილის შემთხვევაში.
“კამელინის” ვაგინალურ-რექტალურ სანთლებზე კლინიკური კვლევები ბათუმის სამშობიარო სახლშიც ჩატარდა . კვლევის პროცესი მოიცავდა არამარტო პაციენტის სუბიექტური ჩივილების, არამედ კლინიკური სურათის ობიექტურ შესწავლასაც. ტარდებოდა კოლპოსკოპიური და ციტოლოგიური გამოკვლევები, ანალიზები ვასერმანსა და შიდსზეც. “კამელინის”სანთლებით ყველა შემთხვევაში (საშვილოსნოს ყელის ეროზია,სოკოვანი კოლპიტი, ცერვიციტი და ლეიკოპლაკია, პოსტტრავმული ექტოპია, ვირუსული პაპილომის სუბკლინიკური ფორმა) დაფიქსირდა დაავადების დადებითი დინამიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ საშვილოსნოს მწვავე ანთების დროს „კამელინ მ 4”-მა ანთებითი პროცესი მალე ჩააცხრო და რიგ შემთხვევაში საერთოდ აალაგა. ბალნეოლოგიურ კურორტში აკადემიკოს ნიკა სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით “კამელინზე” ჩატარებული კლინიკური კვლევებისას, უროლოგ ზაზა ბაინდურიშვილმა “კამელინის” სანთლები გამოიყენა უროლოგიური დაავადებების მკურნალობაში. მაღალი თერაპიული ეფექტის საფუძველზე მიღებულ იქნა დასკვა, რომ პრეპარატი „კამელინ მ 1” და ”კამელინ მ 4” მონო და კომპლექსური თერაპიის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ქრონიკული პროსტატიტების და ურეთრიტების, ასევე პროსტატის ადენომების დროს. ასე რომ “კამელინის სანთლები არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

მოამზადა მაია ცომაიამ

“კამელინთან” დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა.
დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599 33 10 59; 877 73 56 51; 599 23 03 33;

http://www. Camelyn.ge

2011.07.29


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006