logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    C ჰეპატიტის პრობლემების შესახებ პრეზიდენტს პეტიცია გადაეგზავნება

საქართველოში C ჰეპატიტის ინფექციისა და ინფიცირებულთა პრობლემების შესახებ პრეზიდენტს, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს და სახალხო დამცველს პეტიცია გადაეგზავნება.

"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" მიერ შემუშავებულ პეტიციაში, რომელიც დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში C ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაზე წარმოადგინეს, აღნიშნულია, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 6,7% C ჰეპატიტით არის ინფიცირებული. ეს არის, დაახლოებით, 200 ათასი ადამიანი და აღნიშნულია ასევე, რომ ეს ნორმა 3%-ით ანუ 2-ჯერ აღემატება მსოფლიოში დაშვებულ საშუალო მაჩვენებელს.

გარდა ამისა, როგორც პეტიციაშია აღნიშნული, სტატისტიკისა და C ჰეპატიტის მიმართ ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, რომელიც ისეთ საშიშ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა ღვიძლის ცეროზი და კიბო. ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოში ამ ინფექციის დიაგნოსტირება და მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის, რის გამოც საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა.

დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მაღალი ფასები კი მძიმე ტვირთად აწვება დაავადებულთა ოჯახებს.

პეტიციაში ჩამოყალიბებულია სამი ძირითადი მოთხოვნა. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, მაკოორდინირებელი მექანიზმი C ჰეპატიტთან მიმართებაში; შემდეგი მოთხოვნა არის, რომ ჩატარდეს ფართომასშტაბიანი კვლევა C ჰეპატიტის გავრცელების რეალური სურათის დასადგენად და ეფექტური პოლიტიკის შესამუშავებლად და ბოლო მოთხოვნა არის, რომ სოციალური დაზღვევის პროგრამებში გათვალისწინებული იყოს ინფექციის დროული გამოვლენა შემდგომი დაკვირვება და მკურნალობა.

პეტიციაზე უკვე დაიწყო დღეს ხელმოწერების შეგროვება და როგორც "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" წარმომადგენლები აცხადებენ, შეგროვდება ასეულ ათასობით ხელმოწერა, რის შემდეგაც ის გადაეგზავნება პრეზიდენტს, პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს.

http://www.presage.tv

2011.07.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006