logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭოს შექმნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის ინიციატივით შეიქმნა სამინისტროს სათათბირო ორგანო - ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფსიქიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელები. საბჭოს მიზანს და ამოცანებს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა და რეფორმის მიმდინარეობის მეთვალყურეობა, სამართლიანი და პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებისათვის ოპტიმალური რეკომენდაციების მომზადება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მართვის, მარეგულირებელ და საკანონმდებლო სექტორებში განსახორციელებელ ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება.
"დღეს ჩვენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხადასხვა ფსიქიატრიული კლინიკების ხელმძღვანელები მოვიწვიეთ. ჩვენი მიზანია, რომ რეფორმის მიმდინარეობისას მათთან სრული კოორდინაცია მოვახდინოთ. მთავარია, რომ მივაღწიოთ ხარისხის გაუმჯობებსებას და ჩვენმა პაციენტებმა ნებისმიერ კლინიკაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების მიღება შეძლონ."-აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხისადმი ტრადიციულად არსებული პრაქტიკისაგან ძირეულად განსხვავებულ ინსტიტუციურ მიდგომას. რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ფსიქიურად დაავადებულთათვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი საცხოვრებლის შექმნა. ეს გულისხმობს, როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და კონცეპტუალური ბაზის შექმნას, ასევე აღნიშნულ სფეროში მომუშავე თანამშრომელთა გადამზადებას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაატარა რიგი ღონისძიებები რეფორმის ზემოაღნიშნული მიმართულების განვითარების მიზნით, რაც ძირითადად სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას მოიცავდა. ამისდა მიუხედავად ახალი ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების ამოქმედება შეუძლებელია შესაბამისი კონცეპტუალური ჩარჩოს (წესები, პროცედურები, ზედამხედველობის მექანიზმები და ა.შ) შემუშავებისა და სფეროში ჩართული თანამშრომლების გადამზადების გარეშე.
2011 წლის თებერვალში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფონდ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში" (ჰოლანდიური და ქართული ოფისები) აკოორდინირებს პროფესიული/ადამიანური რესურსების განვითარების პროცესს. პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი (ლიტველი და ჰოლანდიელი) კოლეგების მიერ სატრენინგო მოდულების მომზადება დაფინანსდა ფონდი „ღია საზოგადოების მიერ", ხოლო სატრენინგო პროგრამის დაწყება/მიმდინარეობა შესაძლებელი გახდა UNDP-ის ფინანსური დახმარებით.

http://www.moh.gov.ge

2011.07.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006