logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „არცერთ ბაზრობასა და საბითუმო მაღაზიაში პროდუქციის შენახვის პირობები დაცული არ არის“

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია თბილისის ბაზრობებსა და საბითუმო მაღაზიებში სანტარული ნორმების დარღვევებზე საუბრობს. აღნიშნული ორგანიზაცია 2 თვის განმავლობაში აწარმოებდა შემოწმებებს ბაზრობებზე და საბითუმო მაღაზიებში.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, არცერთ ბაზრობასა და საბითუმო მაღაზიაში დაცული არ არის პროდუქციის შენახვის პირობები და პროდუქცია განთავსებულია ისეთ ადგილას, სადაც მზე აცხუნებს.

გაფუჭებული პროდუქციის ასორტიმენტი, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, დიდია. მათ აღმოაჩინეს გაფუჭებული ბავშვთა ტკბილეული, ასევე მაიონეზი, თაფლი, ძეხვეული. ბავშვთა ტკბილეულის შემთხვევაში კი, ხშირად იყიდება პროდუქცია, რომელსაც ვადა 2008-2010 წლებში გაუვიდა. არის შემთხვევებიც, როდესაც პროდუქციაზე ვარგისიანობის ვადა მთლიანად გადახაზულია. კვლევის შედეგად ამოღებულია საბავშვო საღეჭი რეზინები „სუპერი“ და „ბარბი“, რომელთა უმეტესობას მოხმარების ვადა კარგა ხანია გასული აქვს.

გარდა ამისა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყურადღება უნდა გაამახვილონ თავად მეწარმეებმაც და ისინიც უნდა იყვნენ დაინტერესებული, თუ რა პირობებში ინახება მათი პროდუქცია, რადგან ეს მათი კომპანიის რეპუტაციაზე აისახება. ამასთან, ორგანიზაცია ურჩევს მომხმარებლებს, დაიცვან საკუთარი უფლებები და პროდუქციის შეძენისას ყურადღებით იყვნენ. ასევე, ორგანიზაცია ითხოვს, რომ ბაზრობებსა და საბითუმო მაღაზიებში არსებული სანიტარული ნორმების დარღვევით დაინტერესდნენ სამართალდამცაველი ორგანოები. ასოციაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის მონიტორინგი საბითუმო ბაზრობებზე საქართველოს რეგიონებშიც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ ცუდ სანიტარულ პირობებზე უცხოელი ტურისტების ნაწილიც საუბრობს. ტურისტული კომპანია „თებულოტურის“ დამფუძნებლის პაატა ვარდანაშვილის განცხადებით, მომსახურე პერსონალის დაბალი დონის გარდა, უცხოელი სტუმრები ტურისტული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებაზეც ხშირად ჩივიან.

შეგახსენებთ: წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრომ ტურისტულ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების დაწყების თაობაზე განაცხადა და შესაბამისი ობიექტების მშენებლობის ინტერესთა გამოსახატად ფიზიკური და იურიდიული პირები მიიწვია. შეთავაზებული პირობების თანახმად, ინვესტორს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთები ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის. ინვესტორს უნდა უზრუნველეყო სანიტარული ობიექტის (საპირფარეშო) აშენება და სათანადო ინფრასტრუქტურით (წყალი, ელ. ენერგია) აღჭურვა.

როგორ წარიმართა ინტერესთა გამოხატვა და რა სამუშაო შესრულდა, ამაზე ეკონომიკის სამინისტროში და ტურიზმის დეპარტამენტში არაფერს ამბობენ. ორივე ამ უწყებას არ გააჩნია ინფორმაცია ტურისტულ ობიექტებზე არსებული სანიტარულ–ჰიგიენური ობიექტების არსებობის შესახებ.

ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, საქართველოში ტურისტულ ობიექტებზე სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ზოგან კი ასეთი ობიექტები საერთოდ არ არის, ამიტომ, მისი თქმით, ტურიზმს დეპარტამენტშიც და სამინისტროშიც უკმაყოფილო ტურისტების შესახებ ინფორმაცია არსებობს.

თუმცა, მისი თქმით, ეს პრობლემა თანდათან გვარდება და უახლოეს მომავალში ტურისტულ ობიექტებზე სანიტარულ–ჰიგიენური ობიექტები მთელი თავისი თანამდევი ინფრასტრუქტურით გაჩნდება: „ეს პრობლემა მოგვარებადია და რამდენადაც ვიცი, ამაზე სახელმწიფო დონეზე მიდის მუშაობა“.

ექსპერტ მარინა მეტრეველის განცხადებით კი, მას ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ აქვს, მაგრამ რამდენიმე ობიექტზე ეს პრობლემა გადაწყვეტილია, თუმცა, მისივე შეფასებით, მძიმე მდგომარეობაა გზებზე:

„ათეულობით კილომეტრს ისე გაივლის ტურისტი, რომ საპირფარეშოს მსგავსს ვერაფერს ნახავს და თუ ნახა, ისიც სავალალო დღეშია, რაც ქვეყნის იმიჯზე მეტად ნეგატიურად აისახება. დღეს ასეთი ვითარება გვაქვს: საქართველოს გზებს თუ 5 ქულით შევაფასებთ, ამ გზაზე არსებული სანიტარულ–ჰიგიენური ობიექტების მდგომარეობა ერთქულიან შეფასებასაც კი ვერ იმსახურებს“.

ცნობისთვის, სანიტარული ნორმები და წესები წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნებს, რომელსაც ჯანმრთელობის სამინისტრო ადგენს. ამ აქტებით დგინდება საკვებდანამატების ან დამბინძურებელი ნივთიერებების ზღვრული ოდენობა სასურსათო პროდუქტებში, სურსათის მომზადებისა და შენახვის წესები და სხვა წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

მერაბ ბრეგაძე

http://www.presage.tv

2011.07.26


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006