logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ქალაქი სულით ავადმყოფებით აივსება - ფსიქიატრიული საავადმყოფოები იხურება

საქართველოში ფსიქიატრიული სტაციონარები აღარ იარსებებს. ფსიქიატრიული ინსტიტუტის ყოფილი დირექტორის, გოგი ნანეიშვილის თქმით, მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული ინსტიტუტი ბანალურ კლინიკად გადაიქცევა და სულ მალე ფსიქიატრიული დახმარების ქსელის მოშლის შედეგად ქალაქი სულით ავადმყოფებით აივსება.
ჯანდაცვის სამინისტროს გეგმის მიხედვით, საქართველოში გაუქმდება სპეციალიზებული ფსიქიატრიული საავადმყოფოები და მათ ნაცვლად ყველა საავადმყოფოში გაიხსნება ფსიქიატრიული განყოფილება. ამავე დროს, სოციალურად საშიშ პაციენტებს თავშესაფრის ტიპის დაწესებულებაში მოათავსებენ.
გოგი ნანეიშვილის აზრით, ასეთი უძველესი და ტრადიციული ინსტიტუტი, რომელიც 1925 წელს დაარსდა, ერთი ხელის მოსმით არ უნდა დაინგრეს. ფსიქიატრიულ კლინიკა გადაიქცევა ბანალურ კლინიკად, რომელსაც არანაირი განვითარება არ ექნება, რადგან იქ, სადაც არ არის განახლება, აღარც პერსპექტივა იქნება. საქართველოში აღარ არის ბაზა, რომელიც ახალ პრეპარატებს გამოსცემს, მკურნალობის ახალ მეთოდებს დააფუძნებს, რეაბილიტაციისა და დიაგნოსტიკის ახალ მეთოდებს გამოცდის; აღარ არსებობს ის, რაც ამ ცოდნას, მეთოდებსა და გამოცდილებას დანერგავს. ანუ, ყველაფერი ის, რაც ჩვეულებრივად ცივილიზებულ ქვეყანებში ხდება, აღარ არსებობს.
არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოები მინიმუმამდე უნდა დავიდეს და ფსიქიატრიული პაციენტები თერაპიული განყოფილების საავადმყოფოებში უნდა გადავიდეს. ახეთი ტიპის ფსიქიატრიული განყოფილებები მთელ მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ეს ძირითადად განკუთვნილია ნევროზის, იოლი დეპრესიის სამკურნალოდ, ე.წ. სომატური აშლილობებით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც არ წარმოადგენენ სოციალურ საშიშროებას. მათ მწვავე ფსიქოზური გამოვლინებები არ აქვთ და შესაბამისად, მათი იზოლაცია საჭირო არ არის. ასეთი პრეცენდენტი, რომ შიზოფრენიით დაავადებული ფსიქოზური ავადმყოფი ლამის მშობიარეს გვერდით წევს, მსოფლიოში არ არსებობს. დღეს სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ ფსიქოზური რეგისტრის აშლილობებს.
გოგი ნანეიშვილი აღნიშნავს, რომ სტაციონარებისა თუ დისპანსერების დახურვის ტენდენცია ბევრ ქვეყანაში ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაში გაუმართლებელია: ფსიქიატრიული დახმარების ქსელი დაიშლება და ქალაქი სულით ავადმყოფებით აივსება. იქნება მხოლოდ არაკვალიფიცირებული სტაციონალური მკურნალობა. ძირეული სტრუქტურა კი, რომელიც კადრებს მოამზადებს და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საქართველოსთვის სპეციფიკურ პრობლემებზე იმუშავებს, აღარ იარსებებს. მოგეხსენებათ, ყოველ ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი ფსიქიკური აშლილობები აქვს. მაგალითად, ჩვენთან თვითმკლელობის რიცხვია დაბალი, მაგრამ ტენდენცია ამ მხრივ მზარდია. ჩვენთან სხვა ტიპის დეპრესიებია, ვიდრეა ევროპაში ან ამერიკაში, რასაც შესწავლა სჭირდება. ამის სისტემა კი ჩვენთან აღარ არის.

მარი ოთარაშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.03.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006