logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ახალი საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებთან ირაკლი გიორგობიანთან და მიხეილ დოლიძესთან ერთად პირველი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრი გახსნა. ახალი მულტიფუნქციური კლინიკა, რომელიც 300 პაციენტზეა გათვლილი, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, თავისი მასშტაბით უპრენცენდენტოა მთელ ამიერკავკასიაში. საავადმყოფოში ფუნქციონირებს რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების განყოფილება, რომელშიც 12 საწოლია, 10 ადგილიანი საოპერაციო, 25 საწოლიანი რეანიმაცია, ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის განყოფილებები; დიალიზის პროგრამის ფარგლებში, ერთდროულად 50 პაციენტს შეეძლება მკურნალობა. ცენტრი მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული.

„მართლაც მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. 3-4 წლის წინათ საქართველოში არავის არ შეეძლო ოცნება, რომ აქ მსგავსი საავადმყოფოები აშენდებოდა. ჩვენი 100 საავადმყოფოს პროგრამა 160-170 საავადმყოფოს პროგრამა გახდა. მთავარი საკითხი არის ის, რომ ქართველებს გვყავს ძალზე ნიჭიერი ექიმები. ქართველი ექიმები მთელ მსოფლიოში არიან მოდებული. ეტყობა უკვე სწორ სისტემას ვქმნით, რადგან ბევრი ექიმი ბრუნება საქართველოში. ხალხს საკუთარ ქვეყანაში უნდა შეეძლოს მკურნალობა. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ფული - რამდენიმე ათეული მილიონი გავიდა საქართველოდან იმის გამო, რომ ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში მიდიოდნენ სამკურნალოდ. ისინი, ვისაც ფული აქვს ან ვისაც პატრონი ყავს ადრე მოსკოვში დადიოდნენ, ახლა თურქეთში, ისრაელში, ავსტრიაში დადიან... ეს უნდა დამთავრდეს. ძალიან ადვილია საქართველოშიც გაკეთდეს ყველაფერი ის, რაც ავსტრიაში, მიუნხენში, ისრაელში კეთდება. ჩვენი ექიმები ნამდვილად არ არიან ნაკლებად ნიჭიერი. ასეთი საავადმყოფო, როგორც გარე ფასადით ისე შიდა აღჭურვით, რაც მთავარია თავისი ექიმებით, შესაძლოა, ყოფილიყო მიუნხენშიც, ისრაელშიც და ამერიკაშიც. ყოველივე ეს ნიჭიერი ადამიანების დამსახურებით გაკეთდა, მაგრამ მეორე, რაც უფრო მთავარია, სამედიცინო დაზღვევის სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ აქ მკურნალობის საშუალება ყველას ჰქონდეს. დიალიზის პაციენტებს პრობლემა არ აქვთ, რადგან სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული. ასევე მილიონამდე ადამიანია დაზღვეული ყველაზე კარგი პირობებით. საქართველოში თუ ღარიბი ხარ, ისეთი დაზღვევა გაქვს, რომ უფულობის გამო ადამიანი ნამდვილად არც მოკვდება და არც დაზარალდება. ეს ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია. ახლა კი, მთავარია, დანარჩენ ოთხ მილიონს ჰქონდეს საშუალება და ხელი მიუწვდებოდეს ამ დონის კლინიკებში მკურნალობაზე. მაშინ ყველაფერი საუცხოოდ იქნება - აღარც ქართველები წავლენ უცხოეთში სამკურნალოდ და არც სინანული შეგვიპყრობს იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში დავიბადეთ. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება ღირსეულად ცხოვრება და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ რაიმე დაგვემართება, მაღალ დონეზე და კარგად შეგვეძლება მკურნალობაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ის პაციენტებიც მოინახულა, რომლებიც დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ. პრეზიდენტი მათი მდგომარეობითა და პირობებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მსგავსი პაციენტებისთვის სახელმწიფომ შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

„ მახსოვს, დიალიზზე რიგები რომ იყო - თუ ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდებოდა, უპირატესობას მხოლოდ მაშინ ანიჭებდნენ, არადა ხშირად მკურნალობა დაგვიანებული იყო. ასე ხდებოდა შიდსის და სხვა დაავადებების შემთხვევაში. სახელმწიფო ბოლო წუთს გადაუგდებდა მათ რაღაც კაპიკებს, არადა ასეთი ხალხის ხარჯზე კორუფცია ყვაოდა. მსგავს პაციენტებს თუ არ მოუარე, მაშინ ვერ იქნები სრულფასოვანი სახელმწიფო. ესენი არიან, მართლაც, სიცოცხლის არხზე შეერთებული ადამიანები. წარმოიდგინეთ, რომ მათთვის არის პროგრამა, რომელიც ყველაფერს წყვეტს. მაშინ, როდესაც საერთოდ არ გვქონდა ფული, მახსოვს, პირველი, რაც ვთქვით იყო ის, რომ თუ დიალიზის პაციენტებს არ მივცემდით ფულს, შეგვეძლო ქუდი დაგვეხურა და სახლში წავსულიყავით", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

http://www.moh.gov.ge

2011.07.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006