logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში: ,,2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში“

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა კონფერენცია "2010 წლის ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევა საქართველოში". კონფერენციაზე საქართველოს მთავრობის, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ექსპერტებისთვის წარმოდგენილი იყო რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის წინასწარი ანგარიში, რომლის საფუძველზეც შემუშავებული იქნა რეკომენდაციები ამ სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა; გაეროს კოორდინატორმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა; გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაჯანის, საქართველოს და სომხეთის ოფისების დირექტორმა, ზაჰიდ ჰიუქმა; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მისიის დირექტორმა, ჯონათან კონლიმ; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში როლანდ მონაშმა.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "რადგან რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ათასწლეულის მიზნების მიღწევას უკავშირდება, მათ შორის გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ქვეყანაში, ამ მიმართულებით მესამედ ჩატარებული კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის იძლევა საშუალებას შევაფასოთ მდგომარეობა და მიღწეული შედეგები, დავგეგმოთ მომავალი ძალისხმევა სანდო მონაცემებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით", – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის 2010 წლის კვლევის შედეგების თანახმად: შობადობის ჯამური კოეფიციენტი 25%–ით მეტია 2005 წელს გამოვლენილ მაჩვენებელზე; 1999 წლიდან პირველად დაფიქსირდა, რომ ცოცხლად შობადობა საქართველოში უფრო მეტია, ვიდრე ხელოვნური აბორტების რაოდენობა; შემცირებულია ხელოვნური აბორტების ჯამური კოეფიციენტი; შენარჩუნებულია ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტის შემცირების ტენდენცია.

კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი თემები: რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის მეთოდოლოგია და შერჩევის ნიმუშების მახასიათებლები, შობადობა და ხელოვნური აბორტი, ცოდნა კონტრაცეპტიული მეთოდებისა და მათი გამოყენების შესახებ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ახალგაზრდებში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ქალთა ჯანმრთელობა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს მოსახლეობის ფონდს(UNFPA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდს(UNICEF) ჩატარებული კვლევის ფინანსური მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს რეპროდუქცილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პოლიტიკის მხადაჭერას. "საქართველოს პარლამენტი კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს ამ სფეროში მოღვაწე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და განაგრძობს მხარდაჭერას შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღების საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუჯობესებას", – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა.

http://www.parliament.ge

2011.07.11


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006