logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    უნდა აიკრძალოს თუ არა „სწრაფი კვების“ რეკლამა?

ამერიკის პედიატრიის აკადემია, რომელიც 65 ათასზე მეტ ექიმს აერთიანებს, “ფასტ-ფუდის” სატელევიზიო რეკლამის აკრძალვას ითხოვს. მედიკოსების განცხადებით, აშშ-ს კონგრესი და ვაჭრობის ფედერალური კომისია ვალდებულია კვების პროდუქტების მწარმოებელთა მიმართ მოთხოვნები გაზარდოს. მათი ინფორმაციით, ამერიკაში სიმსუქნით მოსახლეობის 40%-ია დაავადებული. ამასთან ეს დაავადება ყოველ მეექვსე ამერიკელ მოზარდს აწუხებს. მოზარდებში ჭარბწონიანობის მთავარ მიზეზად ექიმებს “ფასტფუდის” სატელევიზიო რეკლამა მიაჩნიათ, რომელიც ფაქტობრივად არ რეგულირდება. კალიფორნიელ მკვლევართა ინფორმაციით, ბავშვები მთლიანად არიან რეკლამაზე დამოკიდებული. მათთვის ტელევიზორის ყურება თავისებურ ნარკოტიკად იქცა, სადაც ცხიმიანი და გემრიელი საკვების რეკლამის შემდეგ, ბავშვები შოკოლადის, ჩიპსების, ჰამბურგერებისა და ზოგადად არაჯანსაღი საკვების საჭმელად გარბიან.

ქართველ მედიკოსთა განცხადებით, კი “ფასტ-ფუდის” რეკლამის აკრძალვა პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარებს. “ფასტ–ფუდის” რეკლამის აკრძალვასთან ერთად სწორი კვების შესახებ განათლება და ინფორმაცია მაქსიმალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მომზადდეს სპეციალური სატელევიზიო გადაცემები და ა. შ. მათი თქმით, ამერიკელი ექიმები იქაური მოსახლეობის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ ბავშვებში ჭარბწონიანობის მთავარი მიზეზი აქტიურ სარეკლამო კამპანიაა. საქართველოში კი ამას სწორი კვების საკითხებში მშობელთა აბსოლუტური გაუნათლებლობა ემატება.

კლინიკა „ჰელს ლაინის“ ექიმი-დიეტოლოგის ასმათ კევლიშვილის განცხადებით, საქართველოში მშობელი ბედნიერია, როცა მისი შვილი ჰამბურგერს, ჩიპსებს ან კარტოფილ ფრის გემრიელად მიირთმევს და არც კი იცის, რომ ამ გზით ბავშვის ორგანიზმს შხამით კვებავს. მშობლების უმეტესობისათვის მნიშვნელოვანია რომ შვილი გემრიელად დაანაყროს, ვიდრე მის ჯანსაღ კვებაზე იზრუნოს. ამის მიზეზი კი შვილის სწორი კვების საკითხებში მშობლის გაუნათლებლობაა. სწორედ მშობლების გაუნათლებლობის შედეგია ის, რომ მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა ეს ავადმყოფობები, რომლებიც წლების წინ, ძირითადად, ზრდასრული ადამიანების პრობლემა იყო. ბოლო წლებში სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი და კუჭნაწლავის ტრაქტის სერიოზული პრობლემები ბავშვებში უკვე ჩვეულებრივ დაავადებებად იქცა.

http://commersant.ge

2011.07.06


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006