logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველო და შიდსი: აღრიცხული ცოტაა, არარეგისტრირებული - ბევრი

მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების დონით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა. როგორც UNAIDS-ის დირექტორმა, მიშელ სადიბმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და ასევე, უზბეკეთში, მსოფლიოში შიდსით დაინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 0,1 პროცენტია დაფიქსირებული. თუმცა, საქართველოს შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები რეგისტრირებულ შემთხვევებზე დაყრდნობითაა გაკეთებული, ამ დროს კი, არსებობს, სავარაუდოდ, დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა, რაც იმას გულისხმობს, რომ ბოლო ხანს, ჩვენს ქვეყანაში ამ უმძიმესი დაავადების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

გამოვლინდა აივ ინფექციით დაავადებულთა ახალი, ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევებიც. შიდსის ცენტრი იუწყება, რომ რამდენიმე წლის წინ, სპეციალისტები საქართველოში ეპიდემიის საშიშროებაზეც კი ალაპარაკდნენ. მაშინ ამის სავარაუდო მიზეზად, მეზობელ და ახლომდებარე სახელმწიფოებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა დასახელდა. ამ ქვეყნებში შიდსით დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად კატასტროფულად მატულობს და უკიდურესად საგანგაშო დინამიკა აქვს შეძენილი. ამ ფაქტორმა, შესაძლოა, კავკასიის მდგომარეობაზეც მოახდინოს ზეგავლენა. თუმცა, დღესდღეობით, საქართველო ეპიდემიას გადარჩენილია და აივ ინფექციის გავრცელების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე 20 ქვეყანას შორისაც კი, ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია.

საქართველოში, შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა, 1989 წელს გამოვლინდა. მას შემდეგ, ამ დაავადების გავრცელება ქვეყანაში, სტაბილურ ზრდას განიცდის. წინა წლების მონაცემებს რომ გადავხედოთ, დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2002 წელს საქართველოში შიდსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2003 წელს - 100, 2004-ში 163, 2005-ში 242, 2006-ში კი - 215. უფრო მოგვიანებით, 2010 წლის მხოლოდ პირველ სამ კვარტალში 113 ახალი შემთხვევა იქნა გამოვლენილი, აქედან ოთხი შემთხვევა - ბავშვებში. 2009 წელს, საქართველოში 380 შემთხვევა დაფიქსირდა და ამ წლის მონაცმებით, ქვეყანაში 2237 აივ ინფიცირებული იყო. 2010 წელს, მათი რიცხვი 2244-მდე გაიზარდა, მხედველობაში რომ არ მივიღოთ არარეგისტრირებული შემთხვევები. დაავადებულთა ასაკი 29-დან 40 წლამდე მერყეობდა, მათგან 70 პროცენტი მამაკაცი იყო.

უკანასკნელი ინფორმაციით კი, საერთო სურათი ასეთია: საქართველოში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 2904 შემთხვევა, აქედან მამაკაცია 2138 და ქალბატონი - 766. პაციენტთა ასაკობრივი ზღვარი, წინა წლების მსგავსად, კვლავ 29-დან 40 წლამდე მერყეობს. 2011 წელს, 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამეგრელოშია დაფიქსირებული, ყველაზე დაბალი - სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. სპეციალისტების აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში აივ ინფექციის დაავადებული ადამიანები, სამედიცინო დაწესებულებას დაავადების დაგვიანებულ სტადიაში მიმართავენ.

დაავადების მიზეზები კვლავ ძველი და „ტრადიციულია“: ნარკომანია, მეზობელი ქვეყნები, მოსახლეობის ხშირი მიმოსვლა და კონტაქტები უცხოეთთან, სამედიცინო ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაცია-დეზინფექცია, სამედიცინო პერსონალის არაპროფესიონალიზმი, ინფექციათა გადაცემის თავიდან ასარიდებლად, პრეზერვატივებზე დაბალი მოთხოვნილება, მოსახლეობის საერთო ცოდნის დაბალი მაჩვენებელი და ასე შემდეგ. ექსპერტების ვარაუდით, ამ ფაქტორებმა შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ აივ ინფექციამ საქართველოში უეცრად იფეთქოს და ერთბაშად ავიდეს მაღალ მაჩვენებელზე. ამიტომ საჭიროა მთელი რიგი სოციალური პროგრამების დაფინასება და სახელმწიფოს და საზოგადოების გააქტიურება, შიდსთან ბრძოლისა და მისი პრევენციის მიმართულებით.

რაც შეეხება მსოფლიოს საერთო სურათს, 2000 წლიდან დღემდე, შიდსით დაავადებულთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. რეგიონში, ახალი შემთხვევების დაფიქსირების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე რუსეთი და უკრაინა დგანან. ამასთან ეს ქვეყნები, სხვა განვითარებული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლაში ისეთივე ქმედუნარიანები ვერ არიან, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. შიდსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში, დაფიქსირებულია ბოტსვანასა და ლესოტოში. მსოფლიო შიდსის ვირუსს უკვე 30 წელია ებრძვის.

სწორედ 30 წლის წინ, 1981 წლის 5 ივნისს, ლოს-ანჯელესში პირველად გამოვლინდა ხუთი სრულიად უცხო ინფექციის შემთხვევა, რომელიც მანამდე მეცნიერებისთვის არასდროს ყოფილა ცნობილი. მაშინ პაციენტებს „პნევმოცისტური პნევმონიის“ დიაგნოზი დაუსვეს. ხუთივე დაავადებული ჰომოსექსუალი იყო. იმ დროისათვის, ახალი ინფექციის მიზეზები ზუსტად ვერ იქნა განსაზღვრული და სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებმა, განსახვევებული მოსაზრებები გამოთქვეს. 1985 წელს, შიდსმა თვით ისეთ ჩაკეტილ სივრცეშიც შემოაღწია, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, სადაც ეს დაავადება უცხოელს დაუდგინდა. მას შემდეგ, ათწლეულები გავიდა და დღეს მსოფლიოში ამ დაავადებით უკვე მილიონები იტანჯებიან.

წლების განმავლობაშივე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვადასხვა სამედიცინო ცენტრები, მეცნიერები, ფირმები, შიდსის წამალს ქმნიდნენ. უკანასკნელი ინფორმაციით, ასეთ წამალზე მუშაობის შესახებ, კომპანია Johnson & Johnson-მა და მისმა შვილობილმა „იანსენ ფარმასიუტიკალმა“ განაცხადეს, რომელნიც, მათივე ინფორმაციით, შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ ძლიერმომქმედი პრეპარატის შექმნის უკანასკნელ ეტაპზე იმყოფებიან. პროფესორი ედი არნოლდი ირწმუნება, რომ ახალ პრეპარატს ჯერ კიდევ სჭირდება რიგი გამოცდები. მან, აშშ-ის ხელისუფლების მეთვალყურეობით, კონტოლი კიდევ უნდა გაიაროს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის უკანასკნელ წამალს, კლინიკური ტესტები 10 წლის განმავლობაში დასჭირდა, რათა ბაზარზე მოხვედრილიყო. ამჟამად, მეცნიერ არნოლდის ჯგუფმა ინოვაციური მოდელი შეიმუშავა, რომელიც უფრო ეფექტური იქნება დასახელებული მიმართულებით. თუმცა, ამ მორიგი, ახალი წამლის საბოლოო შედეგი რა დაფიქსირდება, ეს ჯერ არავინ იცის.

ნანუკა სარაჯიშვილი

http://www.presa.ge

2011.07.05


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006