logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    „ინ ვიტრო“ - მეთოდი, რომელიც ხშირად ამართლებს

„რაც უფრო დროულად მიიღებს პაციენტი გადაწყვეტილებას ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს მიმართოს, მით მეტია შანსი, რომ სასურველი შედეგი დადგეს.” - ამბობენ ინ ვიტრო განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა „ინ ვიტროს“ ექიმები.

სამწუხაროდ, დღეს ბევრი უშვილო წყვილია, ვინც წლების განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობს და მხოლოდ ხანგრძლივი ფიქრის, ნერვების, დროის და მატერიალური ხარჯის შემდეგ მიმართავენ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს, რომელიც წლებია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. რატომღაც ბევრი ფიქრობს, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდისთვის მზადება რთული და ხანგრძლივი პროცედურაა და ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ სასურველი შედეგი შესაძლოა ძალიან მოკლე დროში დადგეს.

კლინიკა „ინ ვიტროს“ ექიმი-რეპროდუქტოლოგი ნანი მარსაგიშვილი ამბობს: „რამდენიმე წლის წინ, ინ ვიტრო განაყოფიერება აღიქმებოდა, როგორც ბოლო ეტაპი უშვილო წყვილთა მკურნალობაში. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. როდესაც წყვილს რეგულარული სქესობრივი კავშირი აქვს და ერთი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება, რეკომენდებულია მიმართონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკას. ერთი ან ორი წლის განმავლობაში, უშვილო წყვილის წარუმატებელი მკურნალობის შედეგად, სასურველია, მათ მიმართონ ინ ვიტრო განაყოფიერებას.

არის შემთხვევები, როდესაც წყვილი არ საჭიროებს მკურნალობას მედიკამენტებით და გამოსავალი მხოლოდ ინ ვიტრო განაყოფიერებაა. ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებულ შედეგზე დიდ გავლენას ახდენს წინა მოსამზადებელი ეტაპი, როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის. გამოკვლევები ტარდება როგორც ჰორმონული დისბალანსის დასადგენად, ასევე ინფექციების გამოსავლენად. არსებობს ინფექციები, რომლებიც ხელს უშლის ორსულობის დადგომას ან ორსულობის განვითარებას. ტარდება სისხლის შემადედებელი სისტემის გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, დგინდება სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ეს სტანდარტული გამოკვლევები გახლავთ, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა პაციენტს ჩაუტარდეთ სტანდარტზედა გამოკვლევები, იმის მიხედვით თუ რა ესაჭიროება".

მისივე თქმით, გამოკვლევებისათვის საჭირო დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მომართავს მათ პაციენტი. თუ ეს მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მეორე - მესამე დღეა, მაშინ სტანდარტულად იწყებენ ჰორმონულ გამოკვლევებს და გადადიან ინფექციების კვლევაზე, კეთდება ფოლიკულის მონიტორინი, რათა მოხდეს საკვერცხის ფუნქციის შესწავლა კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში. გამოკვლევის შედეგად თუ გამოვლინდა დარღვევა, რომელიც მოცემულ ეტაპზე გამოსწორებას ექვემდებარება და არ დადასტურდა ინ ვიტრო მეთოდის გამოყენებისთვის სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები, შემდეგი რიგითი მენსტრუალური ციკლიდან ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდს მიმართავენ.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღმოაჩნდა ინ ვიტრო მეთოდისთვის ხელისშემშლელი სერიოზული ინფექცია, ან ჰორმონული დისბალანსი, მაშინ ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. შესაბამისად, ინ ვიტრო მეთოდისთვის მოსამზადებელი პერიოდი ბევრ რამეზეა დამოკიდებულია და საჭიროებს სულ მცირე ერთ თვეს, მკურნალობის შემთხვევაში კი შესაძლოა ორ-სამ თვეს გასტანოს.

მამაკაცის შემთხვევაში სპერმოგრამის მიხედვით იგეგმება ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდის შერჩევა. არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს ესაჭიროება უროლოგის ან ანდროლოგის კონსულტაცია და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. სპერმოგრამის მაჩვენებლების მიხედვით განისაზღვრება, ინ ვიტრო განაყოფიერების რომელი მეთოდით ჩატარდება კვერცუჯრედის განაყოფიერება - ჩვეულებრივი, თუ „იქსის“ მეთოდით (ერთი სპერმატოზოიდის შეყვანა კვერცუჯრედში). არის შემთხვევები, როდესაც მამაკაცს აღენიშნება აზოოსპერმია - ეაკულატში სპერამტოზოიდი არ მოიპოვება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს ე.წ. მინიოპერაცია, როდესაც სათესლე ჯირკვლიდან ხდება ქსოვილის აღება, და შემდეგ მისგან სპერმატოზოიდის გამოყოფა.

აღნიშნული სამედიცინო პროცედურა ტარდება ქალზე საკვერცხიდან ფოლიკულების პუნქციის პარალელურად. ასეთ შემთხვევაშიც კი წყვილს ეძლევა შესაძლებლობა გენეტიკური შვილი იყოლიონ.

გამოკვლევების შემდეგ ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის 12-14 დღის განმავლობაში პრეპარატებით საკვერცხის სტიმულაციის ფონზე (რაც ნიშნავს რამდენიმე ფოლიკულის მომწიფებას) მიმდინარეობს ფოლიკულების მონიტორინგი, ფიზიოლოგიურად, საკვერცხეში ერთი ფოლიკული მწიფდება, მაგრამ სუპერსტიმულაციის დროს ხდება ათამდე მაინც ფოლიკულის მომწიფებას. რაც უფრო მეტი კვერცხუჯრედი მიიღება, შედეგისთვის უკეთესია. ამის შემდეგ ხდება ფოლიკულების პუნქცია (ფოლიკულური სითხის ასპირაცია), მიღებული კვერცუჯრედის განაყოფიერება სპერმით და მესამე-მეოთხე დღეს ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში. საერთო ჯამში, ყველა ამ პროცედურას დაახლოებით 14 -16 დღე სჭირდება. ემბრიონის გადატანიდან მე-12-14 დღეს უკვე ხდება ბიოლოგიური ორსულობის დადგენა.

http://www.presage.tv

2011.06.30


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006