logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    შემოდის თუ არა ქართულ ბაზარზე მოწამლული ჩინური ჩაი?

ჩინურ მწვანე ჩაიში კანცეროგენი აღმოაჩინეს, რის გამოც ჩინეთიდან მწვანე ჩაის იმპორტი 22-მა ქვეყანამ შეწყვიტა. სკანდალი გუანდუნის პროვინციაში წარმოებულ პროდუქციას ეხება. ჩინური გამოცემის ცნობით, ნივთიერება დიოქტილფტალატი 286 ტონა საკვებ პროდუქტში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში ტაივანში ექსპორტირებისას აღმოაჩინეს. ოფიციალურმა პეკინმა მაშინ 948 დასახელების საკვები პროდუქტი აკრძალა.

მეცნიერების ცნობით, ფტალის მჟავა ადამიანებში სქესობრივი იდენტობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული ნივთიერება ასევე მთელ რიგ საშიშ დაავადებას, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნების განვითარებას უწყობს ხელს. საკვებ პროდუქტებში მჟავა პროდუქტის იერსახის შესანარჩუნებლად აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა 2005 წელს ის ევროსაბჭომ აკრძალა.

ჩინური მწვანე ჩაი საქართველოში ფართო მოხმარების პროდუქტია. ჩინური რესტორნების გარდა იგი ქვეყანაში რამდენიმე კომპანიას შემოაქვს. კომპანია “ჩაიმანიაში “ აცხადებენ, რომ ჩინური ჩაის, მათ შორის მწვანე ჩაის პარტიას ახლაც ელოდებიან, თუმცა პროდუქცია გერმანიიდან შემოაქვთ. “ჩაიმანიას” დამფუძნებლის მარიკა ბიბილეიშვილის განცხადებით, გერმანიაში ჩინური პროდუქცია ისეთ მკაცრ კონტროლს გადის, რომ შეუძლებელია კანცეროგენული ჩაი იქაურ ბაზარზე მოხვდეს. შესაბამისად კანცეროგენული არც ის ჩინური მწვანე ჩაი იქნება, რომელიც გერმანიიდან საქართველოში შემოდის.

“ჩინური ჩაის სახლის” წარმომადგენელთ განცხადებით, ჩინეთში ჩაის წარმოების რამდენიმე მიმართულება არსებობს. ერთია მსხვილი ფაბრიკული წარმოება, რომელიც პროდუქციას ძირითადად ექსპორტისათვის ამზადებს. რაც შეეხება ხარისხიან ჩინურ ჩაის, იგი პატარა ფერმერულ მეურნეობებში ხელით იკრიფება და მზადდება და ძირითადად შიდა ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

“ჩინური ჩაის სახლს” საქართველოში სწორედ ასეთი "ჰენდ მეიდი” ჩაი შემოაქვს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში საექსპორტო საქონლისაგან განსხვავებით შიდა მოხმარების პროდუქტებზე ძალიან მკაცრი კონტროლია დაწესებული. ასე რომ შიდა მოხმარების პროდუქტებში, მათ შორის ჩაიში, კანცეროგენის ან სხვა რომელიმე მავნე ნივთიერების არსებობა გამორიცხულია. შესაბამისად ნაკლებ სავარაუდოა, რომ კანცეროგენული ჩინური მწვანე ჩაი ქართულ ბაზარზე პირდაპირი გზით მოხვდეს. თუმცა კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ჩაის გადამამუშავებელი ქვეყნები პროდუქციის ნაწილს ჩინეთში ყიდულობენ, აფასოებენ და საექსპორტო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ისე გააქვთ. ამიტომ, ეს პრაქტიკულად ერთადერთი არაპირდაპირი გზაა, რომლითაც შესაძლოა კანცეროგენულმა მწვანე ჩაიმ საქართველოში შემოაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩინეთში წარმოებული პროდუქტების ირგვლივ ატეხილი პირველი სკანდალი არაა. დღემდე აქტუალური რჩება ბავშვთა კვებაში ტოქსიკური მელამინის გამოყენების თემა. მიუხედავად მრავალმილიონიანი ჯარიმებისა და დაწესებული სანქციებისა ჩინურ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქცია კვლავ იყიდება.

http://commersant.ge

2011.06.28


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006