logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ევროპაში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე გავრცელებული საქართველოშია

ევროპაში გულ–სისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე გავრცელებული საქართველოშია
11:39 24.06.2011



გაეროს ექსპერტების დასკვნით, მსოფლიოში მოსახლეობის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არაგადამდებ დაავადებებს შორის არის კიბო, გულისა და ფილტვების დაავადებები და დიაბეტი. ისინი საერთო სიკვდილიანობის 2/3 შეადგენენ და 2030 წლისთვის, ეს ოთხი დაავადება 52 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

როგორია საქართველოში არაგადამდებ დაავადებათა სურათი?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკული დაავადებების, ტრავმატიზმის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და გარემოს ჯანმრთელობის განყოფილების უფროსის ნია გიუაშვილის განმარტებით, ევროპის რეგიონში ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 86%–ია. ესენია გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიბო, რესპირატორული დაავადებები, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები. აღნიშნული დაავადებების ზრდის მიზეზებად სახელდება თამბაქო, კვების თავისებურებები, ალკოჰოლი და ფიზიკური აქტივობა.

საქართველოში 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით სიკვდილიანობის 96%–ის მიზეზი არაგადამდები დაავადებებით და ტრავმებია, მათ შორის, 75% მოდის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე. განსაკუთრებულ რისკს შეიცავს მაღალი არტერიული წნევაა.

2008–2009 წლების "ევროპრევიუს“ კვლევის მონაცემებით, ევროპის 22 ქვეყანას შორის მისი გავრცელება საქართველოში უმაღლეს ნიშნულს აღწევს და 47,9%–ს შეადგენს. ასეთი სავალალო მდგომარეობის მიზეზია ამ პათოლოგიის მართვაში არსებული ხარვეზები. კერძოდ იმით, რომ ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მოსახლეობა კი სამედიცინო პერსონალს იშვიათად მიმართავს.

2010 წლის მონაცემებით, საქართველოში 18–დან 64 წლამდე მოსახლეობის 24,8%–ში გამოვლენილია სამი ან მეტი რისკ–ფაქტორი და მოსახლეობის მხოლოდ 6,4% თავისუფალია რისკ–ფაქტორების ზემოქმედებისაგან. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის ერთი მეოთხედი იმყოფება სერიოზული რისკის ქვეშ.

კიბო – მეორე ძირითადი მიზეზია სიკვდილიანობის ზოგად სტრუქტურაში. 2009 წელს, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის დადგენიდან პირველი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 45% შეადგინა.

მსოფლიოში სიკვდილიანობის 20% სასუნთქი გზების დაავადებებია (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, ფილტვის კიბო, პნევმონია და ტუბერკულოზი).

ნია გიუაშვილის განმარტებით, შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია მოსახლეობის ქცევითი მოდელის შეცვლა, ასევე მკურნალობის პროცესის მუდმივი მონიტორინგი. პრობლემაა მოსახლეობის დაბალი ინფორმაციულობა მავნე ჩვევების შესახებ, ასევე არსებობს ხანგრძლივი მკურნალობისთვის აუცილებელი ფინანსების დეფიციტი. აქედან გამომდინარე, ძირითადი რეკომენდაციაა პრევენციის გაძლიერება.

2011 წლის სახელმწიფო პროგრამის – „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინიგი“– ფარგლებში ხორციელდება „გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მართვის კვლევა“, რომლის მიზანია ამ პათოლოგიების მართვის პრობლემების გამოვლენა პირველადი ჯანდაცვის რგოლში და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ამავე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება „კიბოს სკრინინგი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

http://Commersant.ge

2011.06.24


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006