logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა

ინ ვიტრო განაყოფიერებით საქართველოში 11 წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა. ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გია ცაგარეიშვილი ამბობს: “საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების ოპერაცია პირველად ჩვენს მიერ ი.ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში ჩატარდა. მანამდე კოლეგებთან ერთად მოსკოვში სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ვმუშაობდით. მოსკოვს საბჭოთა კავშირში ამგვარი ოპერაციის გაკეთების იდეა, ი.ჟორდანიას ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბატონმა არჩილ ხომასურიძემ მიაწოდა. მისი დამსახურებაა, რომ ამ სფეროში ქართველი ექიმები ჩაერთვნენ და კარგ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.
ინ ვინტრო განაყოფიერების შედეგად, ჩვენი მონაწილეობით მოსკოვში 80-იანი წლების ბოლოს დაიბადა პირველი ბავშვი, რომელსაც ელენა დაარქვეს. შემდეგ დავბრუნდით თბილისში იმ იმედით, რომ აქ შევქმნიდით ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრს, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეგვიშალა. ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა, რომელიც გამოწერილი გვქონდა, ქვეყანაში შექმნილი ქაოსის გამო ჩვენამდე ვერ აღწევდა.
დაველოდეთ შესაფერის დროს და როგორც კი სიტუაცია შეიცვალა, მოვახდინეთ იდეის რეალიზება. ის პერიოდი როდესაც თბილისში ოპერაციებს ვერ ვაკეთებდით, უქმად არ დაგვიკარგავს, მოვიარეთ ევროპის ყველა ავტორიტეტული კლინიკა, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერება კეთდებოდა”.
გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ი.ჟორდანიას ინსტიტუტს ისინი ერთი წელია გამოეყვნენ და იაშვილის სახელობის ბავშთა ცენტრალური საავადმყოფოს მახლობლად კლინიკა „ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრად“ ჩამოყალიბდნენ. მისივე თქმით, კლინიკა ექიმებმა უნდა იყიდონ და მართონ ფინანსისტებთან და იურისტებთან ერთად. თავად ექიმებმა უნდა გადაწყვიტოთ რა დროს რა ტექნიკის შეძენაა საჭირო, რა გადაწყვეტილებაა სასწრაფოდ მისაღები. კლინიკა უახლესი სამედიცინო აპარატურითაა უზრუნველყოფილი და აქ ყველა საჭირო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი.
ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით დღეს ძალიან ბევრ წყვილს აქვს საშუალება სრულფასოვანი ოჯახი შექმნას. თუ ქალს ანთების ან საშვილოსნოს გარეშე ორსულობის შედეგად საერთოდ ამოაჭრეს ფალოპის მილები, ბუნებრივი გზით დაორსულების შანსი არ აქვს. ამიტომ შეიქმნა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქალის საკვერცხეებიდან იღებენ რამდენიმე კვერცხუჯრედს, ანაყოფიერებენ ორგანიზმის გარეთ ანუ სინჯარაში, შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ, ემბრიონი გადააქვთ დედის ორგანიზმში.
დღეისათვის, უშვილობის ნებისმიერი სახის მკურნალობა, იგულისხმება ფალოპის მილების არარსებობა, სხვადასხვა სახის ენდოკრინოლოგიური გენესის უშვილობა, უცნობი გენეზის უნაყოფობის შემთხვევები, ამ მეთოდით იკურნება.
თანამედროვე მედიცინაში მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. სპერმის ინექციის მეთოდების დანერგვამ, მამაკაცის უნაყოფობის პრობლემა მთლიანად მოხსნა. ამ მეთოდის გამოყენებით, მამაკაცის ორგანიზმიდან ოპერაციული გზით მიღებული თუნდაც ერთი სპერმატოზოიდით შესაძლებელია კვერცხუჯრედის განაყოფიერება. იმ მამაკაცების 80 პროცენტს რომლებსაც დასმული აქვთ აზოოსპერმიის დიაგნოზი, შეიძლება შვილი ეყოლოს. აბსოლუტური აზოოსპერმია ძალიან იშვიათია. ეს მაშინ ხდება, როდესაც მამაკაცს დაბადებიდან აქვს  თანდაყოლილი განვითარების მანკი.
ბ-ნი გია აღნიშნავს: “ჩვენთან მოდიან პაციენტები, რომლებსაც უკვე გამოვლილი აქვთ ურთულესი გზა, არ აქვთ დატოვებული არცერთი კლინიკა თუ ექიმბაში. ჩვენ მათი ბოლო იმედი ვართ. ხშირად ექიმებს უჭირთ პაციენტის დათმობა და ნაკლებად აკვალიანებენ თუ სად უნდა მივიდნენ. ასეთი დამოკიდებულება საზიანოა პაციენტისათვის და მას აკარგვინებენ მნიშვნელოვან დროს”.
ინ ვიტრო განაყოფიერების ერთ ცდაზე დაორსულების შანსი 40-45 პროცენტია და ეს მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში ერთნაირია. ბ-ნი გიას თქმით, პაციენტი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული, მას პასუხგაუცემელი კითხვა არ უნდა ჰქონდეს. პაციენტი უნდა მივიდეს პროფილურ კლინიკაში და ნათლად დაინახოს, რომ მასზე ზრუნავენ. უკმაყოფილო პაციენტი ნიშნავს, რომ კლინიკა არ ვარგა.
ინ ვინტრო განაყოფიერებას საერთოდ არ ჭირდება კლინიკაში ხანგძლივი წოლითი რეჟიმი. თვითონ ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში პაციენტს 2-3 დღეში ერთხელ უწევს კლინიკაში მისვლა. ოპერაციის (პუნქციის) ჩატარების დღეს პაციენტი კლინიკაში ორი საათი რჩება. ემბრიონის გადატანის დღიდან სასურველია ქალი ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრების პასიურ რიტმზე გადავიდეს.
კლინიკაში პროფესიონალების გუნდი მუშაობს. მათ შორისაა ექიმი- რეპროდუქტოლოგები ნატალია ხონელიძე, ნინო ქანთარია, ნანი მარსაგიშვილი და ქეთევან ოსიძე. ემბრიოლოგი მაია ქოიავა.

http://www.presage.tv

2011.06.23


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006