logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    სკანდალური დასკვნა: კონტროლის პალატა სადაზღვევო სისტემის წინააღმდეგ

საქართველოს კონტროლის პალატას საბოლოო დასკვნის გამოსაქვეყნებლად იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ნავარაუდევი იყო, მაგრამ დასკვნა იმაზე უფრო სკანდალური აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე წარმოიდნგენდა. გაირკვა, რომ სახელმწიფო დაზღვევით „სარგებლობენ“ გარდაცვლილები, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, ის პირები ვინც დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. გარდა ამისა, 13 ათასზე მეტი დაზღვეულის იდნეტიფიცირება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდა.

კონტროლის პალატა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების აუდიტის შედეგად ხარვეზებს გამოავლენდა, უცხო არავისთვის არ იყო, მაგრამ ამხელა დარღვევებს არავინ ელოდა. როგორც კონტროლის პალატის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ განაცხადა, 2008-10 წლებში, უმწეოთა დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული 311,3 მილიონი ლარიდან დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურებაში მხოლოდ 164,5 მილიონი დაიხარჯა, რაც პროგრამების ჯამური ბიუჯეტის მხოლოდ 53%-ს შეადგენს.

აუდიტის შედეგების თანახმად, წლიურად დაზღვეული 808 ათასი უმწეო მოქალაქიდან, დაზღვევით მხოლოდ 13,8%-მა ისარგებლა. სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული შემთხვევების 45,1%-ის ღირებულება კი 20 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, როგორც კონტროლის პალატაში აცხადებენ, რეალური ფინანსური რისკების დაზღვევის სიკეთით, მხოლოდ დაზღვეულთა 10%-მა ისარგებლა.

აუდიტის შედეგების თანახმად, სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულება დროულად არ გაფორმებულა დაზღვეულთა 75%-თან. დაზღვეულთა ბაზაში შეუძლებელია 13,4 ათასი მოქალაქის იდენტიფიცირება, პროგრამით დაზღვეულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 91 თანამშრომელი (მათი 430 ოჯახის წევრი), რაშიც კონტროლის პალატის მონაცემებით, 109,9 ათასი ლარია გადახდილი.

დაზღვეულია 17,7 ათასი გარდაცვლილი და მოქალაქეობიდან გასული პირი, რომლებზეც, ჯამში, უკანონოდ 3,7 მილიონი ლარი გაიცა. აუდიტის შედეგების თანახმად, დაზღვეულთა ბაზაში გაორებულია 3743 მოქალაქის ჩანაწერი. მათ დასაზღვევად ზედმეტად გადახდილია 145,2 ათასი ლარი. დაზღვეული 3255 უმწეო პირი, ამავე დროს სარგებლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა დაზღვევით, ხოლო 3183 პირი დაზღვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგთა დაზღვევის პროგრამით. უმწეოთა ორმაგად დაზღვევაში, კონტროლის პალატის მონაცემებით, ზედმეტად გადახდილია 1,13 მილიონი ლარი.

საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის შედეგების საფუძველზე, სამართალდამცველი ორგანოების რეაგირების შედეგად, სადაზღვევო კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში 12 მილიონი ლარი დაბრუნდა.

„საქართველოს კონტროლის პალატა განაგრძობს საჯარო დაზღვევაში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამების მართვის გასაუმჯობესებლად შესაბამისი უწყებების მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს“, - განაცხადა გიორგი ალასანიამ.

კონტროლის პალატის დასკვნა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ეხება, თუმცა სადაზღვევო კომპანიებსაც საკმაოდ დიდი თავსატეხი გაუჩნდათ. სულ საუბარია ათ სადაზღვევო კომპანიაზე, რომლებიც სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობენ. კერძოდ, „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, „ალდაგი ბი-სი-აი“, „ჯი-პი-აი ჰოლდინგი“, „აი-ი-სი ჯგუფი“, „იმედი–L“, „ირაო“, „ვესტი“, „ალფა“, „სახალხო დაზღვევა“ და სადაზღვევო კომპანია „ქართუ“.

სხვათა შორის, წლის დასაწყისში კონტროლის პალატის წინასწარ დასკვნას პროკურატურის მხრიდან ბევრი თანამდებობის პირის დაკავება მოჰყვა, მათ შორის იყვნენ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც.

საინტერესოა, როგორ მოხვდა სიებში სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, ასევე მკვდარი სულები, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ იმ მიზეზით, რომ მათ კონტროლის პალატის დასკვნა ჯერ არ მიუღიათ.

„როდესაც პალატის დასკვნას მივიღებთ, გავეცნობით, პრესკონფერენციას ჩავატარებთ და ყველა კითხვას ვუპასუხებთ“, - აცხადებენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში.

გიორგი ბექაური

http://www.presage.tv

2011.06.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006