logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ორგანოთა გადანერგვა მხოლოდ სისხლით ნათესავებს შორისაა დაშვებული

მედიცინის სფეროში მიღწევების პარალელურად ადამიანის ორგანოთა გადანერგვის საჭიროება დღითიდღე იზრდება. ტრანსპლანტაციის დარგის განვითარებამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის პარალელურად კრიმინალური ზრახვების განხორციელების რეალური საფრთხეც შექმნა. დღეს ასეთი ქმედებების თავიდან ასაცილებლად და პრევენტული ზომების მიზნით მსოფლიოში ექიმების მიერ შესაბამისი კანონმდებლობაც მუშავდება.
საქარველოში, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, დონორობა უფასოა. ორგანოს გაყიდვა კრიმინალურ ქმედებად ითვლება და 8-დან 15 წლამდე პატიმრობით ისჯება.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ადამიანის ორაგნოებით ვაჭრობით მსოფლიოში ბევრი ცდილობს ხელი მოითბოს. შესაბამისად, საქართველოში ასეთი ქმედებების თავიდან ასაცილებლად სპეციალური კანონი მოქმედებს, რომელიც ორგანოს დონორად მხოლოდ სისხლით ნათესავს აღიარებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ერთ-ერთი რეალური გზაა, რომელიც ქვეყანაში ორგანოებით ვაჭრობას გასაქანს არ მისცემს.
როგორც საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე აღნიშნავს, მსოფლიოში ყველაზე ხშირად ექვსი ორგანოს გადანერგვა ხორციელდება: თირკმლის, ღვიძლის, პანკრიასის, გულის, ფილტვის და ნაწლავის.
საქართველოში პირველად ორგანოების ტრანსტპლანტაცია 1977 წელს განხორციელდა. ორგანოები რუსეთიდან, გვამი დონორებისგან იყო აღებული. ოპერაცია მოსკოველ ქირურგებთან ერთად საქართველოში ქირურგიის ინსტიტუტში ჩატარდა. მას შემდეგ საქართველოში ორგანოთა გადანერგვის პროცესი დიდი ხნით შეჩერდა და 1995 წელს განახლდა. თუმცა ამ პერიოდში და არც მას შემდეგ გვამი დონორისგან საქართველოში ორგანოების ტრანსპლანტაცია აღარ განხორციელებულა. ტრანსპლანტაციის ყველა შემთხვევისას დონორი ავადმყოფის სისხლით ნათესავი იყო.
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციაში საინფორმაციო ბანკია შექმნილი, სადაც ორგანოგადანერგილი ყველა პაციენტია აღრიცხვაზე. მათ უმრავლესობას თირკმელი აქვთ გადანერგილი. დღეისათვის საქართველოში 81 ორგანოგადანერგილი ადამიანია. აქედან 79-ს თირკმელი აქვს გადანერგილი, ხოლო ორს ღვიძლი და ორივემ საზღვარგარეთ გაიკეთა ოპერაცია, რადგან ღვიძლის გადანერგვა ტექნიკურად გაცილებით რთულია, ვიდრე თირკმლის. თანაც გაცილებით ძვირი ჯდება. ამის განხორციელების საშუალება კი საქართველოს ბიუჯეტს ჯერჯერობით არ გააჩნია.
ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ხარჯი მხოლოდ ოპერაციას არ უკავშირდება. ეს მთელი ცხოვრების მანძილზე მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯიცაა.
ევროპაში თირკმელის გადანერგვა 50 ათასი დოლარი ჯდება, ღვიძლის გადანერგვა - 100 ათასი დოლარი. საქართველოში თირკმლის გადანერგვა 12 ათასი ლარი ჯდება და ამასაც სახელმწიფო იხდის. წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტით 10-მდე გადანერგვა ფინანსდება.
დღეისათვის საქართველოში 600-მდე პაციენტია დიალიზზე, ანუ შეერთებულია ხელოვნურ თირკმელთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი არც ერთი თირკმელი არ მუშაობს და ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომ გადარჩეს. აპარატთან შეერთების ალტერნატივას თირკმლის გადანერგვა წარმოადგენს.
დონორი რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე უნდა იყოს. არის კიდევ სხვა ვარიანტი, როდესაც ადამიანი "დონორთა გაცვლის პროგრამაში" მონაწილეობს. ანუ ეს რას ნიშნავს - ვთქვათ ადამიანს სჭირდება თირკმელი და მას ამ ორგანოს აძლევს ძმა, თუმცა მათი სისხლის ჯგუფი ერმანეთს არ ემთხვევა, რაც ტრანსპლანტაციის საშუალებას არ იძლევა. ამ დროს არის მეორე პაციენტიც, რომლის დედა მზადაა თავის შვილს გადაუნერგოს თირკმელი, მაგრამ არც მათი სისხლის ჯგუფი არ ემთხვევა. ამ დროს შეიძლება მეორე ვარიანტის, ანუ დონორი დედის სისხლის ჯგუფი დაემთხვეს პირველი რეციპიენტის სისხლის ჯგუფს.
ამ დროს ჯვარედინი გაცვლა ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში რეციპიენტები და დონორები სისხლით ნათესავები არ არიან. ამიტომ კანონში შეიტანეს ცვლილება, რომ შეიძლება გადანერგვისათვის არაგენეტიკური ნათესავიც გამოდგეს, თუ ისინი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობენ. თუმცა, ეს არის ძალიან შეზღუდული და მცირე ვარიანტები. საერთოდ საქართველოში ორგანოს გადანერგვის დროს დონორები ძირითადად დედები არიან.
საქართველოში განხორციელებულ გადანერგვათა შორის დონორებიდან 33 დედაა, 9 მამაა, და-ძმა ორ-ორია. დეიდაშვილი ოთხია, ბიძაშვილი ორი, ბიძა ორია, სიმამრი ერთია. ცოლისდა ორია და ისინიც ნათესავებში არ გადიან. დონორი დეიდაც ჩვენთან ერთია. ეს იყო მანამდე, სანამ კანონს მიიღებდნენ მხოლოდ ნათესაური კავშირის შესახებ. კანონი 2000 წელს მიიღეს. ეს ოპერაციები კი მანამდე გაკეთდა.
რაც შეეხება გვამ დონორს, გარდაცვლილი შეიძლება იყოს ორგვარი. ერთია რომელსაც გულისცემა ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს და მეორეა, რომელსაც გულისცემაც უკვე შეწყვეტილი აქვს. ანუ აქ უკვე შემოდის ცნება თავის ტვინის გარდაცვალების შესახებ. ორგანოს დონორის შემთხვევაში თავის ტვინის სიკვდილით გამოწვეული გარდაცვალება მისაღებია იმ თვალსაზრისით, რომ ამ დროს ორგანოებში ჯერ კიდევ ხდება სისხლის მიმოქცევა და აქედან გამომდინარე, შედარებით კარგად ფუნქციონირებენ. თავის ტვინის სიკვდილი აბსოლუტურად იდენტურია ადამიანის გარდაცვალებასთან. მაგრამ ეს მცირე მედპერსონალმაც არ იცის, არამც თუ მოსახლეობამ. ამიტომ ეს ინფორმაცია მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ, რომ ადამიანს შეიძლება გულისცემა შენარჩუნებული ჰქონდეს, მაგრამ თავის ტვინი უკვე მკვდარი იყო.
იმისათვის, რომ თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაისვას, საჭიროა 12 საათის განმავლობაში პაციენტი ნევროლოგიურად ორჯერ იყოს გამოკვლეული. მხოლოდ ამის შემდეგ ავადმყოფის ისტორიაზე დაიწერება თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი. ამ შემთხვევაში ორგანოების გადანერგვის შესახებ გადაწყვეტილება გარდაცვლილის უახლოესმა ნათესავმა უნდა მიიღოს.
თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილი ორგანოს აღება დაუშვებელია.
ახალგაზრდა დონორის ორგანო ახალგაზრდას ეძლევა, მოხუცის კი - მოხუცს. მინიმალური ასაკი არ არსებობს. შეუძლებელია 16 წლის ადამიანს 70 წლის მოხუცის ორგანო გადაუნერგო. ამ ორგანოს თავისი რესურსი აქვს და ახალგაზრდისთვის ის უკვე გახარჯულია. მაგრამ 70 წლის მოხუცისთვის 30 წლის ახალგაზრდის ორგანოს გადანერგვა მისაღებია.
უპატრონო გარდაცვლილი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო ორგანოებისა. უპატრონო მიცვალებულები და რა თქმა უნდა მათი ორგანოები ბევრის სიცოცხლეს გადაარჩენდა, მაგრამ საქართველოში თუ გარდაცვლილს ახლობელი არ ჰყავს, მისი ორგანოს აღება გადასანერგად დაუშვებელია.
მსოფლიოში კანონმდებლობის ორი მოდელი არსებობს. ერთია ნაგულისხმები, ხოლო მეორე განცხადებული. ეს უკანასკნელი ჩვენთან მოქმედებს, როდესაც ოფიციალურად შეუძლია ადამიანს სიცოცხლეში განაცხადოს თავისი გარდაცვალების შემდეგ მისი ორგანოს გაცემის შესახებ. ნაგულისხმები თანხმობა არის ის, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყნებში ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ისინი პოტენციურ დონორებად ითვლებიან, თუ პატრონმა უარი არ განაცხადა.

ნინო ფრანგიშვილი

http://www.opentext.org.ge/resonance

2007.03.21


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006