logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიგი წერეთელი გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას, რომელიც 8-10 ივნისს მონაწილეობდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომებში. ამ უმაღლესი დონის შეხვედრას ესწრებოდა 150 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 30-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე არასამთავრობო სექტორი.

შეხვედრის მიზანი იყო შიდ-სთან 30 წლიანი ბრძოლის შედეგების, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და ასევე მომავალი სამოქმედო სტრატეგიების დასახვა. დღეისათვის მსოფლიოში შიდს-ით დაავადებულია 33 მილიონი ადამიანი და ყოველდღიურად 7000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

გიგი წერეთელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა შეხვედრის მონაწილეთა წინაშე. თავის სიტყვაში მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში შიდს-თან მიმართებაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რასთან გამკლავებაც უხდება ქვეყანას. მან აღნიშნა, თუ რა წარმატებებს მიაღწია საქართველომ შიდს-თან ბრძოლის საქმეში, განსაკუთრებით ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფონზე, რაც სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო დახმარების ერთიანი ძალისხმევის შედეგია. საქართველო დღემდე რჩება ერთადერთ ქვეყანად რეგიონში, სადაც უზრუნველყოფილია აივ/შიდ-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისათვის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებელთათვისაც. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიესალმა სულ რამდენიმე დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას კონფლიქტურ რეგიონებში აივ/შიდს-თან ბრძოლის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელდეს შიდს-ის ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის პირობებში.

გიგი წერეთელმა თავის მოხსენებაში ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად 2008 წლის ომისა და საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველო შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში მაინც ახერხებს შიდს-თან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებას, თუმცა საერთაშორისო დახმარების გარეშე ამ ეპიდემიის შეჩერება და საბოლოო დამარცხება ძალზედ რთული იქნება.

http://www.parliament.ge

2011.06.13


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006