logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დიაბეტიანი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში დიაბეტიანი ბავშვების რაოდენობა 14% – ით გაიზარდა, ამ ცნობებს „დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაცია“ ავრცელებს.

ასოციაციამ 2011 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბავშვებში დიაბეტის 49 შემთხვევა დააფიქსირა.

15 თებერვალს მთავრობამ 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ცვლილებები განახორციელა, რომლებიც ითვალისწინებს ვაუჩერულ სისტემას ყველა ადამიანისათვის, ვინც სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობს.

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ კობა ამირხანაშვილის განცხადებით, ახალმა სისტემამ დიაბეტიან ბავშვებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

1996 წლიდან საქართველოს მთავრობამ განახორციელა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფინანსურ დახმარებას 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 60 წლის ზემოთ პენსიონერებში.

„ჩვენ ორი პროგრამა გვაქვს. პირველის მიზანია დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების რეაბილიტაცია, შესაძლო გართულებების პრევენცია და შემცირება,“ – აცხადებს საზოგადოებრივი პროგრამების ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ლელა წოწორია.
მისი თქმით, ერთი მოსარგებლისთვის განკუთვნილი სამედიცინო ვაუჩერის წლიური ღირებულება 508 ლარია.

მეორე პროგრამის მიხედვით, 3 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 60 წლის ზემოთ პენსიონერებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება.

ამირხანაშვილის თქმით კი, ამ პროგრამაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელიც ძალიან ბევრ დოკუმენტთან არის დაკავშირებული, მედიკამენტების სერიოზული დეფიციტი გამოიწვია.

„ცვლილებები ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული. კონტრაქტებს ხელი დროულად არ მოეწერა. ამან კი გამოიწვია ის, რომ პაციენტებს მედიკამენტები დროულად არ მიეწოდათ. თუ ჩვენ მედიკამენტების საკმარისი მარაგი არ გვექნება, ამას შესაძლოა ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს,“ – აცხადებს ამირხანაშვილი.

საქართველოს დიაბეტის ცენტრის პროფესორის რამაზ ყურაშვილის თქმით, 2010 წელს საქართველოს მოსახლეობის 9.2 % – ს ჰქონდა დიაბეტი. 2000 წელს კი პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 7.3 %ი იყო.

„ დღეს, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარ მილიონს აქვს დიაბეტი. 2000 წლიდან დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის სტატისტიკით მიხედვით, ჩვენ 36–ე ადგილზე ვართ,“ – აცხადებს ხურაშვილი.

მსოფლიოში დიაბეტიანი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. 90 – იანი წლების დასაწყისში მსოფლიო ში 150 მილიონი დიაბეტით დაავადებული ადამიანი იყო. მათი რაოდენობის ზრდა ნავარაუდევი იყო 200 მილიონით, მაგრამ ეს რიცხვი მოულოდნელად 350,000.000– ით გაიზარდა.

ბავშვებში დიაბეტის გამომწვევი მიზეზები უცნობია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ზამთარში გავრცელებული H1N1 ვირუსის გამო, დიაბეტიანი ბავშვების რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

დიაბეტით დაავადებულთა ბავშვების რაოდენობამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც მოიმატა, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონებში.

დიაბეტის რისკ ფაქტორების საუკეთესო პრევენციაა კვების აქტიური კონტროლი და რეგულირება. გარდა ამისა, მშობლებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვებში გრიპის მსგავს სიმპტომებს და დაუყოვნებლივ უმკურნალონ მას. გრიპის დროს, ნებისმიერი ვაქცინაცია განსაკუთრებით იკრძალება, რადგან არ მოხდეს ორგანიზმში ვირუსების რაოდენობის მომატება.

დიაბეტი უკურნებელი დაავადებაა. თუმცა, მისი მართვის შემთხვევაში პაციენტი ხანგრძლივად ცოცხლობს.

http://commersant.ge

2011.06.10


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006