logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    აგვისტოდან, შესაძლოა, მედიკამენტები გაძვირდეს

აგვისტოდან, როდესაც აფთიაქების მიერ ვიდეოკამერების დამონტაჟების ვადა იწურება, შესაძლოა, მედიკამენტები გაძვირდეს. ამის შესახებ როგორც მსხვილი, ისე მცირე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ.

შეგახსენებთ: მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით, თბილისში აფთიაქების მიმდებარე და შიდა ტერიტორიაზე ვიდეო კამერების დამონტაჟება სავალდებულო ხდება. სისტემის დამონტაჟების ბოლო ვადად პირველი თებერვალი გამოცხადდა. თუმცა, მოგვიანებით, ვადამ 1 აგვისტომდე გადაიწია.

მსხვილ აფთიაქებში – „ავერსში“, „პე–ეს–პე“–სა და „ჯი–პი–სი“–ში განაცხადეს, რომ ვიდეოკამერების მონტაჟი უკვე დაწყებულია და 1 აგვისტომდე ამ სისტემაში ქსელის ჩართვას მოასწრებენ. შედეგად, ამ ქსელებში წამალზე ფასის ზრდას არ გამორიცხავენ.

კამერების დამონტაჟების სამზადისი შედარებით მცირე სააფთიაქო ქსელებშიც დაწყებულია. აფთიაქ „კრისტალის“ გენერალური დირექტორის ავთანდილ გასვიანის თქმით, მას იმედი აქვს, რომ 1 აგვისტომდე მთლიანი მონტაჟი მოესწრება. ამასთან, გასვიანი აგვისტოდან წამალზე ფასის ზრდასაც ვარაუდობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ზოგ მცირე ზომის აფთიაქს ვერც წამლის ფასმა დაუფაროს კამერაზე გაწეული ხარჯები, რაც მათ დახურვას გამოიწვევს.

„როდესაც ერთი კამერა მონტაჟიანად 4 ათას ლარამდე ჯდება და ზოგ აფთიაქს 3–4 კამერა სჭირდება, ბუნებრივია, აფთიაქის მეპატრონე გადახედავს საკუთარი ობიექტის არსებობის აუცილებლობას. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ცხადია, ეს კარგია, მაგრამ ამ სიახლის ასე ერთბაშად დანერგვას მაინც არ მივესალმები. ჯობდა, ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელებულიყო და რაღაც შეღავათი მოეცათ“, – ამბობს გასვიანი.

აფთიაქ „აბის“ დირექტორი ვაჟა ბაკურაძე აცხადებს, რომ პირადად მისი აფთიაქი ვერ შეძლებს, ვიდეოკამერაზე გაღებული ხარჯი წამალზე ფასის მომატებით გადაფაროს. „ჩვენს შემთხვევაში წამალზე ფასის მომატებას აზრი არა აქვს. ძვირი წამალი უბრალოდ, არ გაიყიდება. გვაიმედებს ის, რომ ეს მოთხოვნა 5 თვით გადავადდა და ახლა იმასაც ამბობენ, რომ შეიძლება, ეს ყველა ტიპის აფთიაქს არც კი შეეხოს. პატარა აფთიაქებს თუ არ დაავალდებულებენ, კარგი იქნება, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი არსებობას ვერ შეძლებენ“, – აცხადებს ვაჟა ბაკურაძე.

http://commersant.ge

2011.06.09


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006