logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    “ექიმების წინააღმდეგ ეს კამპანია სპეციალურად წამოიწყეს, საავადმყოფოები რომ გაეყიდათ”

“საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უმნიშვნელოვანესი, ისტორიული პროგრამის ამუშავების მიჯნაზე იმყოფება. 2009-2010 წლებისთვის საქართველოში უნდა ამუშავდეს 100 ახალი საავადმყოფო, რაც გულისხმობს ახალ შენობებსა და აპარატურას, ღირსეულ სამუშაო ადგილებს ჩვენი ექიმებისთვის, გარანტირებულ ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვას ჩვენი მოსახლეობისთვის. პაციენტები მიიღებენ ხარისხიან ჯანდაცვას, ექიმები - ღირსეულ სამუშაო ადგილს. უმუშევრად დარჩენა კი არც ერთ ექიმს არ ემუქრება”, - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლადო ჭიპაშვილის განცხადების მიუხედავად სამედიცინო საზოგადოება შეშფოთებულია. საქართველოს მთავრობაში უკვე არსებობს დადგენილების პროექტი “ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”. გეგმა ერთი შეხედვით იდეალურია, კერძოდ, სახელმწიფო ინვესტორებს 2-3 წლის მანძილზე სთხოვს ააშენოს და აღჭურვოს 100 ახალი საავადმყოფო, სანაცვლოდ კი ინვესტორი მიიღებს საავადმყოფოების ამორტიზებულ შენობებს და მიწას, რომელსაც თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენებს. ინვესტორი ვალდებულია ახალი საავადმყოფოს აშენებამდე არ შეეხოს ძველს...
ამ მიმზიდველი გეგმის მიუხედავად, ექიმები არათუ უმუშევრად დარჩენას, საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალ-მკვდარი მედიცინის საბოლოოდ დასამარებას წინასწარმეტყველებენ.
ექიმების თქმით, მათ წინააღმდეგ ისეთი კამპანია წამოიწყეს, რომ საზოგადოებას ექიმი შეაძულეს. ეს შეგნებულად გააკეთეს, სწორედ იმიტომ, საავადმყოფოები რომ გაეყიდათ.
ჯანდაცვის სფეროში რომ მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა, ისიც ცხადყოფს, რომ ტესტირება ექიმების 50%-მა ვერ გაიარა(!). ეს ძალზე სავალალო და კატასტროფული მაჩვენებელია. ბოლოს და ბოლოს, რეფორმა მხოლოდ ახალი, გარემონტებული შენობა ხომ არ არის? რეფორმას, რომელიც ექიმებს ლამის ოქროს კოშკებს ჰპირდება, სამედიცინო საზოგადოება სკეპტიკურად შეხვდა. მინისტრი ლადო ჭიპაშვილი ამას არაინფორმირებულობითა და მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობის მცდელობად მიიჩნევს.
ასი ახალი საავადმყოფოდან ასივე კერძო სექტორში გადადის. სახელმწიფოს დედაქალაქში მხოლოდ ოთხი საავადმყოფოს შენახვა შეუძლია. ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ბევრს ასეთი საავადმყოფოებით სარგებლობის საშუალება არ ექნება. განვითარებულ ქვეყნებში არსებობს სამედიცინო მომსახურების რამდენიმე ტიპი. სახელმწიფო, ანუ უფასო, სადაზღვევო მკურნალობა და შეძლებულთათვის, კერძო, კომერციული მედიცინა. ძნელი სათქმელია, როგორ გასწვდება დღევანდელი რიგითი ქართველი პაციენტის ჯიბე კომერციულ მედიცინას. გარდა ამისა, კომერციულმა მედიცინამ საქართველოში ძალზე მახინჯი სახე მიიღო. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა ავადმყოფს სწორედ “კომერციული მიზნებით” უსვამენ დიაგნოზს, უტარებენ მკურნალობასა და უკეთებენ ისეთ ოპერაციებს, რომელიც საერთოდ არ სჭირდება...
საინტერესოა, რას მოგვიტანს 100 ფეშენებელური საავადმყოფო?
ხათუნა პაიჭაძე

http://www.kvirispalitra.ge

2007.03.19


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006