logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    ექიმების დეფიციტი თუ სამუშაო ადგილების არარსებობა?!

საავადმყოფოების პრივატიზაცია კვალიფიციური ექიმების უმუშევრობას იწვევს, ამ დროს კი ახლადაშენებულ საავადმყოფოებში გამოცდილი მედიკოსების დეფიციტი იქმნება. ეს უცნაური პარალელები ერთ წერტილში იკვეთება - სახელმწიფოს მიახლოებითაც კი არ აქვს განსაზღვრული სამედიცინო სფეროს პრიორიტეტები.

სააქციო საზოგადოება „მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები საპრივატიზაციოდ გავიდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მას 5 868 870 ცალი აქცია აქვს. თითოეულის ნომინალური ღირებულება 1 ლარია. ობიექტი თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N2-6-ში მდებარეობს. მისი დებიტორული დავალიანება 2 616 113, ხოლო კრედიტორული - 1 168 505 ლარია. ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 6 000 000 ლარს შეადგენს.

ამ ინფორმაციამ საპარლამენტო ოპოზიციას ჩააგონა, რომ ჰოსპიტალურ სექტორში საქმე ცუდად მიდის და პარლამენტის სხდომაზე საავადმყოფოების პრივატიზების პროცესის ბუნდოვანება დააყენეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ახლო მომავალში მედიკოსების შემცირების ახალი ტალღის დაწყებას ელიან.

„ჰოსპიტალურ სექტორში გამხორციელებული პრივატიზაცია მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ასეთ დროს პრიორიტეტული სახელმწიფოს ფისკალური ინტერესები და ინვესტორი ხდება, რომელიც, თავის მხრივ, დაინტერესებულია, ესა თუ ის სამედიცინო ობიექტი მისთვის მისაღები პირობებით ჩაიგდოს ხელში.

ექიმისა და პაციენტის ინტერესები არასდროსაა გათვალისწინებული. შედეგად სამსახურის გარეშე დარჩენილ ექიმებს, ექთნებსა და სანიტრებს, ასევე პაციენტთა უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელ სამედიცინო მომსახურეობას ვიღებთ“, - განაცხა დადეპუტატმა მაგდაანიკაშვილმა.

მისი თქმით, სამედიცინო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მხოლოდ ორი შედეგის დანახვა შეიძლება, პირველი - სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მუდმივი ზრდა და მეორე - სამსახურის გარეშე დარჩენილი ასეულობით ექიმი. გამოცდილი ექიმების სამსახურის გარეშე დატოვება მაშინ, როცა რეგიონებში სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება, დანაშაულის ტოლფასია.

ამასთან, ანიკაშვილმა ხელისუფლებასა და დედაქალაქის მთავრობას დანაპირები შეახსენა, როდესაც ისინი ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეპირდნენ. „არცერთი პირობა არ შესრულებულა და დღეს ექიმების 80% სამსახურის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა მან.

მოკლედ, საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გამოცდილი ექიმები სამსახურს კარგავენ, თუმცა ექმიმების გამოცდილება-კვალიფიკაციაზე სხვა წარმოდგენა აქვთ ჰოსპიტალურ სფეროში ახლადფეხადგმულ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს.

ისინი კვალიფიციური სამედიცინო კადრების მოსალოდნელ დეფიციტზე საუბრობენ. მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო სადაზღვევო ტენდერის პირობებით გათვალისწინებული კლინიკების მშენებლობას დაასრულებენ, კომპანიებმა საჭირო სამედიცინო პერსონალი უნდა დაიქირავონ. ეს კი გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

„იმედი ელის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიის ყველა საავადმყოფო ევროსტანდარტების იქნება, რომელიც დღეს არსებული საავადმყოფოებისაგან რადიკალურად განსხვავდება. ასევე რადიკალურად განსხვავებული იქნება ამ საავადმყოფოების მომსახურეობის ხარისხი. თუმცა, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკის გარდა, კვალიფიციური მედპერსონალის არსებობასაც მოითხოვს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩება, ეს კი პირველ რიგში სადაზღვევო კომპანიის იმიჯს დააზარალებს, რაც მომავალში მის შემოსავლებზე აისახება“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

თითქმის იმავეს იმეორებენ „ჯი პი აი ჰოლდინგში“. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, სამედიცინო კადრებთან დაკავშირებით პრობლემა განსაკუთრებით მთიან რეგიონებში დგას. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ახლადაშენებულ კლინიკებში ექიმების მიწვევა დედაქალაქიდანაც მოუხდეთ.

ეკა ბაქრაძე

http://www.presage.tv

2011.05.18


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006