logo
GE 
    ოფიციალური ინფორმაცია
ჯანდაცვის სისტემა
ჯანდაცვის რეფორმა
საერთაშორისო აქტები
სამედიცინო ეთიკა
განათლება და მეცნიერება
გაიდლაინები
პროგრამები
სტანდარტები
სტატისტიკა
ორგანიზაციები
    სამედიცინო მომსახურება
სასწრაფო დახმარება
ჰოსპიტლები
დიაგნოსტიკა-მკურნალობა
მეანობა-გინეკოლოგია
ჯანმრთელობა და სილამაზე
სტომატოლოგია
ლაბორატორიები, სისხლის კომპონენტები
სპეციალისტები
სამედიცინო ცნობარი
პირველი დახმარება
პროფილაქტიკა
ლაბორატორიული გამოკვლევები 
ცხოვრების ჯანსაღი წესი
მედიცინის ისტორია
მედიცინა და რელიგია
არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედია
ტერმინები და განმარტებები


    დღეს - გამოფენაზე, ხვალ - ცხოვრებაში: გაიხსნა საქართველოს მე-3 საერთაშორისო ჯანდაცვის გამოფენა

უკვე ტრადიციული სახე მიეცა საქართველოს საერთაშორისო ჯანდაცვის გამოფენას, რომელიც პირველად 2005 წლის მარტში გაიმართა. გუშინ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", 2007 წლის საგამოფენო სეზონი გახსნა საქართველოს მე-3 საერთაშორისო ჯანდაცვის გამოფენამ, რომლის მიზანია ჯანდაცვის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ახალი მწარმოებლების მოზიდვა, ინფორმაციის მოწოდება ახალი ტექნოლოგიების შესახებ, ადგილობრივი ბაზრის განვითარება და მისი შერწყმა ბაზრებთან.
გამოფენის ორგანიზატორები არიან. ბრიტანული საგამოფენო კომპანია და მისი პარტნიორი საქართველოში, რუსეთის, ბელარუსის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, ბანგლადეშისა და სხვა ქვეყნის კომპანიები, რომლებმაც დამთვალიერებლებს წარმოუდგინეს თავიანთი პროდუქცია და მომსახურების ტექნოლოგიები.
გამოფენის ძირითადი სექტორებია: ფარმაცევტიკა, სტომატოლოგიური აღჭურვილობა, ოპტიკა და ოფთალმოლოგია, ავეჯი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ჯანმრთელობა და სილამაზე, სამედიცინო აღჭურვილობა, ლაბორატორიული აღჭურვილობა და რეაგენტები, სასწრაფო დახმარება და ჰიგიენის საშუალებები.
გამოფენის საზეიმო გახსნაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ტატა ჭანტურიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოში დაგეგმილ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებაში, რომელიც 3 წელიწადში 100 ახალი საავადმყოფოს აშენებას და შესაბამისად მათი ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვას, ახალი ტიპის მომსახურებას ითვალისწინებს. ამ გამოფენას აქვს უდიდესი პრაქტიკული დანიშნულება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის გია მენაბდის თქმით ასეთი გამოფენები, კონფერენციები მეტად მნიშვნელოვანია თვითონ ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლებისათვის.
- დღეს როდესაც ჩვენს ქვეყანაში აღინიშნება სწრაფი ეკონომიკური განვითარება, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად, განვითარებული უცხო ქვეყნების კომპანიები დიდ ინტერესს იჩენენ, რათა დაიმკვიდრონ ადგილი ქართულ ბაზარზე მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, - თქვა "იტესა - კავკასიის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით კომუნაძემ. ისინი მზად არიან მოახდინონ კაპიტალის ინვენსტირება, შეიძინონ ადგილობრივი პარტნიორები, შექმნან წარმომადგენლობები, სწორედ ამ იდეების განხორციელების შუამავალია ეს გამოფენა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ემსახურება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
მან კომპანიის სახელით მადლობა გადაუხადა გამოფენის ყველა მონაწილესა და სტუმარს, სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ ღონისძიებას.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება მე-3 სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: "თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალური საკითხები". მასში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი მომხსენებელი.
გამოფენა 17 მარტამდე იმუშავებს. შესვლა უფასოა.

ბელა ლომთაძე

http://www.opentext.org.ge/sakartvelos-respublika

2007.03.16


ადამიანის უფლებები პაციენტთა მზრუნველობის სფეროში
ინტერნეტ მარკეტი
 დიეტები
 კოსმეტოლოგია
  წყალი
  მასაჟი
  სტომატოლოგია
  სქესობრივი ცხოვრება
  დასვენება, ტურიზმი, ჯანმრთელობა
  ბავშვი
  ორსულობა, გინეკოლოგია, რეპროდუქციული ჯანმრთელობა
  კოლოპროქტოლოგია
  შეკრულობა
  უროლოგია
 რა უნდა ვიცოდეთ დიარეის შესახებ
 ჯილეხი
 ეპილეფსია
 ადამიანის გენომი
 ადამიანის რეპროდუქცია
 ალერგია
 არტერიული ჰიპერტენზია
 გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები
 ვენების ვარიკოზული დაავადება
 ვირუსული ჰეპატიტი
 ვიტამინები
 იმუნიზაცია და ვაქცინაცია
 კომპიუტერი და ჯანმრთელობა
 მალარია
 ოსტეოპოროზი
 საკვებით და წყლით გადაცემადი ინფექციები
 სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
 ტკივილი გულის არეში
 ფრინველის გრიპი
 შაქრიანი დიაბეტი
 შიდსი
 ჯანსაღი კბილები
 ჯანსაღი კვება
 ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა

დააფიქსირეთ თქვენი აზრი ...

მოგწონთ თუ არა ”მედპორტალი”?

   ***  1505 "სამინისტროს ცხელი ხაზი"    ***   2 398018 "შიდსი - ცხელი ხაზი"    ***  2 911926 "ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "პაციენტის ცხელი ხაზი"    ***  2 103003 "ჯანდაცვის ომბუდსმენი"    ***  2 960505, 2 921000 "ნდობის ტელეფონი"    ***  2 941208 "ნარკოლოგიური დახმარების საკონსულტაციო ცხელი ხაზი"

საავტორო უფლებები დაცულია © პარტნიორები ჯანმრთელობისათვის (PfH) , ჯმნც (NHMC)
თბილისი, 2006